ინალ არძინბა - ინტეგრაციულ გაერთიანებებში ჩვენ ვხედავთ პოტენციალს სუვერენიტეტის გასაძლიერებლად - რუსეთის ფედერაცია კი გვეხმარება

აფხაზეთის მთავარი ამოცანაა, საკუთარი სუვერენიტეტის გაძლიერება და ამას ინტეგრაციული ასოციაციები ემსახურებიან, -

ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ ტელეკომპანია „როსია 24“-ის ეთერში განაცხადა.

„ინტეგრაციულ გაერთიანებებში ჩვენ ვხედავთ პოტენციალს ჩვენი სახელმწიფო სუვერენიტეტის გასაძლიერებლად, რაც ჩვენი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შედეგია თავისუფლებისთვის. ეს არის ჩვენი ხალხის ისტორიული სამართლიანობის განსახიერება. რუსეთის ფედერაცია კი გვეხმარება ამაში“, - განაცხადა „მინისტრმა“.

მანვე აღნიშნა, რომ რუსეთი აწყობს მსგავს გაერთიანებებს სუვერენული თანასწორობის პრინციპით, განსხვავებით შეერთებული შტატებისგან, რომელიც „თავის დიქტატორულ ნებას თავის ე.წ. პარტნიორებს თავს ახვევს".

ამასთან, არძინბამ დასძინა, რომ ურთიერთობების შემდგომი განვითარება მხარეებს შორის დიალოგის დინამიკასა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა