ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ვაშინგტონი არ დააყოვნებს დაუწესოს სანქციები ჩინურ კომპანიებს რუსეთისთვის ლეტალური დახმარების გაწევის შემთხვევაში

ვაშინგტონი არ დააყოვნებს სანქციების დაწესებას ჩინური კომპანიებისა და ფიზიკური პირების მიმართ, თუ პეკინი მოსკოვს ლეტალურ დახმარებას გაუწევს ომის საწარმოებლად. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, იუწყება Sky News-ი.

ბლინკენმა განაცხადა, რომ პეკინისთვის მსოფლიოს ქვეყნებთან ურთიერთობაში სერიოზული პრობლემა გაჩნდება, თუ ეს ქვეყანა უკრაინაში, ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ს სანქციებს დაარღვევს.

„ასე რომ, ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამას პირველი დღიდან და მიზეზი, რის გამოც წამოვწიე ეს საკითხი, არის ის, რომ ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც გაგვაჩნია, რომ ჩინეთი განიხილავს მისი ზოგიერთი კომპანიის არალეტალური მხარდაჭერიდან უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალისხმევის დე ფაქტო ლეტალურ მატერიალურ მხარდაჭერაზე გადასვლას“ , - განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენის თქმით, აშშ-მა ჩინეთი „ძალიან მკაფიოდ“ გააფრთხილა.

„და მე შემიძლია გაგიზიაროთ, რომ ჩვენ ძალიან მკაფიოდ გავაფრთხილეთ ჩინეთი ამგვარი მხარდაჭერის შედეგების შესახებ. ჩვენ არ მოგვერიდება, მაგალითად, ყურადღება მივმართოთ ჩინური კომპანიების ან ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არღვევენ ჩვენს სანქციებს ან სხვაგვარად არიან ჩართულნი რუსეთის სამხედრო ძალისხმევის მხარდაჭერაში“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო