ჯაბა სამუშიას ინიციატივით სამეცნიერო ჟურნალი „თბილისის უნივერსიტეტის მოამბე“ აღდგა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინიციატივით, უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, 1930 წელს გაუქმებული მრავალდარგობრივი სამეცნიერო ჟურნალის „თბილისის უნივერსიტეტის მოამბე“ (Bulletin de l'universite de Tiflis) აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამეცნიერო ჟურნალის კვლევით მიმართულებებზე, ფორმატზე და სხვა დეტალებზე საუნივერსიტეტო საზოგადოება ერთობლივად შეთანხმდება.

„ჟურნალი ქართველ მეცნიერებს საშუალებას მისცემს მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ბაზებში მოხვდეს მათი ნაშრომები, ასევე ხელს შეუწყობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების ხილვადობის გაზრდას მისი სამომავლოდ Scopus-ის ბიბლიომეტრიულ ბაზაში ინდექსირების გზით. სამეცნიერო ჟურნალის კვლევით მიმართულებებზე, ფორმატზე და სხვა დეტალებზე საუნივერსიტეტო საზოგადოება ერთობლივად შეთანხმდება.

აღსანიშნავია, რომ თბილისის უნივერსიტეტის პირველი გამოცემა „ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე“ 1919 წელს პროფესორთა საბჭოს განკარგულებით დაიბეჭდა; თავდაპირველად გამოიცა სამი ნაწილი ერთ წიგნად. პირველ ნაწილში დაბეჭდილი იყო სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის პროფესორთა შრომები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო