შრომის ინსპექციის სამსახურმა გასული წლის საქმიანობა შეაჯამა

შრომის ინსპექციის სამსახურმა გასული წლის საქმიანობა შეაჯამა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2022 წელს განხორციელებული რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა წარადგინა.

ბექა ფერაძის განცხადებით, გასულს წელს დასაქმებულთა უფლებების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. შემცირდა და კვირაში 40 საათიანი გრაფიკით განისაზღვრა მომსახურების, ტრანსპორტის, სამთო-მოპოვების და სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა სამუშაო დრო. 40 საათზე მეტი ნამუშევარი საათები კი მთავრობის დადგენილებით ზეგანაკვეთურად ითვლება, რაც შესაბამისი წესით, დამატებით ანაზღაურებას ითვალისწინებს.

„ანგარიშში ყურადღება გამახვილდა ექიმებისა და ექთნებისთვის, მინიმალური ხელფასის დაწესებაზე, რაც სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას ემსახურება.

შეიქმნა ვაკანსიის გამოცხადების სახელმძღვანელო დამსაქმებლებისთვის, რათა წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში მინიმუმამდე იყოს დაყვანილი დისკრიმინაციის შემთხვევები.

როგორც ბექა ფერაძემ აღნიშნა, საერთო ჯამში, შრომის უფლებების მიმართულებით, ზედამხედველობა 70 000-მდე პირს შეეხო.

მისივე განმარტებით სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების კლების ტენდენცია 2022 წელსაც შენარჩუნდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში კი 41%ით შემცირდა სამუშაო ადგილზე გარდაცვლილთა რაოდენობა.

პრეზენტაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, სოციალური პარტნიორები, ბიზნესის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს