ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მექსიკის საზოგადოება, მექსიკელი ხალხი და, უპირველეს ყოვლისა, ამ ქვეყნის მთავრობა, ნელ-ნელა შეცვლის დისკურსს... ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა, - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ.
როგორც მელნიკმა აღნიშნა, მექსიკას შეუძლია უკრაინას ჰუმანიტარული, სამედიცინო და ეკონომიკური დახმარება გაუწიოს.
„გამოაგზავნეთ ექიმები უკრაინაში, გამოაგზავნეთ რამდენიმე მობილური საავადმყოფო, აჩვენეთ თქვენი დროშა... ეს დახმარება უკრაინელებს სამუდამოდ ემახსოვრებათ“, - დასძინა მელნიკმა.
ცნობისთვის, მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი ადრე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მოწოდებით გამოვიდა, თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ოფიციალურ მეხიკოს ნეიტრალურად დარჩენა სურს და რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს არ დაუწესებს.