ირაკლი მელაშვილი - ხელისუფლების პოლიტიკა ცეცხლთან თამაშია

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ირაკლი, მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა დააანონსა უცხოური გავლენის აგენტების კანონის მიღება, საზოგადოების დიდი ნაწილი და მედია აქტიურად განიხილავს ამ კანონის მიღება-არმიღების პერსპექტივას.

მიუხედავადა იმისა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ღიად, მიკიბულ-მოკიბულის გარეშე, გვეუბნებიან, რომ „ასეთმა კანონმა შეიძლება ძირი გამოუთხაროს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, რომ იგი არ შეესაბამება „ევროკავშირის ფასეულობებსა და ღირებულებებს“, მეტიც, გვეუბნებიან, რომ „ახლა ამ კანონის მიღების „არც დრო და არც საჭიროება არ არის“, „ქართული ოცნების“ ლიდერშიფი იმეორებს, რომ მას აუცილებლად მიიღებს.

კანონპროექტის ავტორებს ხან გამჭვირვალობის აუცილებლობა მოჰყავთ არგუმენტად, ხან ის, რომ ასეთი კანონი აშშ-შიცაა მიღებული და თანაც, ამბობს, რომ კანონის მათი ვერსია, ამერიკულზე ლიბერალურია. არადა, ცხადზე უცხადესია, რომ კანონი აშკარად რუსულია...

- „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შესახებ კანონპროექტის შეფასებისას, პირველ რიგში, უნდა გავაანალიზოთ ამ კანონპროექტის შექმნის მიზანი. რატომ დაიწერა ეს კანონპროექტი? რა შედეგის მიღწევა სურდათ მის ინიციატორებს?

სწორედ ამ კანონის მიღების მოტივაციიდან უნდა დავიწყოთ იმის გარკვევა, რამდენად შეესაბამება მისი მიღება იმ მიზნებსა და ამოცანებს, რაც ჰქონდა გასული საუკუნის 30-იან წლებში აშშ-ს და შემდეგში უკვე - სხვა დემოკრატიულ ქვეყნებს.

1938 წელს აშშ-ში, შემდეგ კი ევროპულ ქვეყნებში მიღებული შესაბამისი კანონების მიზანი იყო, დაეცვა დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოებები ფაშისტური და კომუნისტური პროპაგანდისგან.

ამ კანონების დანიშნულება იყო, პირველ რიგში, გერმანიას და შემდეგ უკვე სსრკ-ს არ მისცემოდა დემოკრატიულ სამყაროში არსებული პოლიტიკური თუ სიტყვის თავისუფლებით მინიჭებული უფლება-შესაძლებლობების გამოყენებით წარემართა დემოკრატიულ სახელმწიფოებში ნაცისტური თუ კომუნისტური პროპაგანდა.

ამ კანონების დანიშნულება იყო, პირველ რიგში, გერმანიას და შემდეგ უკვე სსრკ-ს არ მისცემოდა დემოკრატიულ სამყაროში არსებული პოლიტიკური თუ სიტყვის თავისუფლებით მინიჭებული უფლება-შესაძლებლობების გამოყენებით წარემართა დემოკრატიულ სახელმწიფოებში ნაცისტური თუ კომუნისტური პროპაგანდა

არ გამოეყენებინა აშშ-ში არსებული სიტყვისა და პოლიტიკური თავისუფლებები, ამერიკის სახელმწიფო პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად და თავად დემოკრატიული სისტემების გასანადგურებლად. ასეთი საფრთხე რეალური იყო. აშშ-ში მოქმედებდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების არაერთი ქსელი, რომელიც ფინანსდებოდა ნაცისტური გერმანიისგან და სსრკ-დან.

მათი მეშვეობით ნაცისტური და კომუნისტური რეჟიმები ცდილობდნენ, გავლენა მოეხდინათ საზოგადოებრივ აზრზე, პოლიტიკოსებზე და, საბოლოო ჯამში, აშშ-ს საგარეო პოლიტიკაზე. ის, რომ დემოკრატიული მექანიზმების გამოყენებით შესაძლებელია ანტიდემოკრატიული ძალების გამარჯვება და შემდეგ თავისუფლების მოსპობა.

ამის მაგალითი იყო 1933 წლის გერმანია, სადაც ნაციონალ-სოციალისტური პარტია სწორედ ვაიმარის რესპუბლიკაში არსებული სიტყვის თავისუფლებისა და სხვა დემოკრატიული მექანიზმების გამოყენებით მოვიდა ხელისუფლების სათავეში, შემდეგ კი მოსპო სიტყვის თავისუფლება, აკრძალა პოლიტიკური ორგანიზაციები და ერთპარტიული, ფაშისტური რეჟიმი დაამყარა.

სწორედ გერმანიის ისტორიული გამოცდილებიდან და სსრკ-ს კომუნისტური, ტოტალიტარული იდეების გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, დემოკრატიულმა ქვეყნებმა შეიმუშავეს ის საკანონმდებლო რეგულაციები, რომლის ამოცანა იყო, არ მიეცა საშუალება ტოტალიტარული ქვეყნების მთავრობებისთვის, პოლიტიკური კორუფციისა თუ ამ მთავრობების პირდაპირ ან ირიბ მართვაში მყოფი მედიასაშუალებების გამოყენებით, გაევრცელებინათ ნაცისტური თუ კომუნისტური იდეოლოგიები და გავლენა მოეხდინათ დემოკრატიული სახელმწიფოების საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაზე.

ამრიგად, ამ კანონმდებლობის ამოცანა იყო ადამიანის უფლებებზე და თავისუფლებებზე ორიენტირებული დასავლური სამყაროს, მისი საზოგადოების, ამ ქვეყნების პოლიტიკის დაცვა ფაშისტური, კომუნისტური, თუ სხვა სახის ტოტალიტარული იდეოლოგიების გავლენისაგან.

საქართველოში ინიციირებულ კანონს კი სწორედ საწინააღმდეგო მიზანი აქვს. ინიციატივის ავტორები არც მალავენ, რომ მათი სურვილია, გაკონტროლდეს იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც გრანტებს იღებენ დასავლური დემოკრატიული სახელმწიფო თუ კერძო ფონდებიდან, ქვეყანაში რეფორმების, მრავალპარტიული დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების დაცვის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ფორმირების, ხელისუფლების მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულების სისტემის ჩამოყალიბების, ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის ხელშეწყობაში.

თუკი შესაბამისი დასავლური კანონმდებლობის შექმნის მიზანი დემოკრატიის და თავისუფლების დაცვა ტოტალიტარული ქვეყნებისა და მათი იდეოლოგებისგან იყო, საქართველოს პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის ავტორთა ამოცანა სრულიად საპირისპირო ჩანს - „დაიცვას“ ქართული საზოგადოება ქვეყანაში დასავლური სახელმწიფოების და ორგანიზაციების დემოკრატიული იდეების გავლენებისაგან.

თუკი შესაბამისი დასავლური კანონმდებლობის შექმნის მიზანი დემოკრატიის და თავისუფლების დაცვა ტოტალიტარული ქვეყნებისა და მათი იდეოლოგებისგან იყო, საქართველოს პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის ავტორთა ამოცანა სრულიად საპირისპირო ჩანს - „დაიცვას“ ქართული საზოგადოება ქვეყანაში დასავლური სახელმწიფოების და ორგანიზაციების დემოკრატიული იდეების გავლენებისაგან

ამ მიზნის მისაღწევად მაქსიმალური კონტროლი უნდა დაწესდეს ყველა იმ პირის და ორგანიზაციის საქმიანობაზე, რომლებიც ამ 30 წლის განმავლობაში ყველა ხელისუფლების პირობებში ცდილობდნენ, არ დაეშვათ ქვეყნის ავტორიტარული კურსით წასვლა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, მოქალაქეების უფლებების დაცვა, კორუფციის გავრცელება, ჩვენთვის ყველაზე საშიში, ავტორიტარული მეზობლის გავლენის ზრდა ქვეყანაში.

სხვათა შორის, როცა „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ აპროტესტებს, რატომ აიგივებთ ჩვენ მიერ ინიციირებულ კანონს რუსულ კანონთანო, შინაარსს რომ თავი გავანებოთ, არის ერთი რამ, რაც ქართული კანონპროექტის ავტორებს აერთიანებთ რუსული კანონის ინიციატორებთან და რისი უარყოფაც მათ, წესით, ძალიან უნდა გაუჭირდეთ.

ზუსტად იგივე, ღიად დეკლარირებული მიზანი ჰქონდა პუტინს, როცა ამ კანონს იღებდა და, სხვათა შორის, ზუსტად ასევე ფუთავდა კანონის მიღების აუცილებლობას, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობის გამჭვირვალობის აუცილებლობით. ერთი ერთში. შეგვიძლია გავეცნოთ პუტინის არგუმენტებს:

ტელეკომპანია NBC-სთან ინტერვიუში პუტინი ამბობდა: „ეს არ არის ჩვენი გამოგონება, ჯერ კიდევ 1930-იან წლებში აშშ-ში მიღებულ იქნა კანონი უცხოური აგენტების შესახებ და ის ბევრად უფრო მკაცრია ვიდრე ჩვენი, რომელიც მიზნად ისახავს, ​​სხვა საკითხებთან ერთად, თავიდან აიცილოს ჩარევა საშინაო პოლიტიკურ ცხოვრებაში... ამერიკამ დიდი ხანია მიიღო ეს კანონი, მუშაობს და სანქციები ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე ჩვენთან, პატიმრობამდე და ა.შ.”

2021 წლის 31 დეკემბერს პუტინმა, ასევე, თქვა: „ეს კანონი არა ჩვენმა, არამედ იმ სახელმწიფომ მოიგონა, რომელსაც ყველა დემოკრატიის შუქურად მიიჩნევს. კანონი 1930-იან წლებში მიიღეს, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია, რომ ის ახლა მოქმედებს. ზოგიერთ ადგილას, ეს ექვემდებარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ არ ვკრძალავთ მათ მუშაობას, მაგრამ გვინდა, რომ დაფინანსების წყაროები განაცხადონ“.

რამე ხომ არ გვეცნობა? არგუმენტაცია, მიზნები, მათი მიღწევის გზები? რამე ხომ არ აერთიანებს „ქართულ ოცნებას“ ამ სიტყვების ავტორთან? მთავარი ხომ არაა, რომ ხელისუფლებამ არ დაუშვას დასავლური დემოკრატიის გავრცელება ამ ორ ქვეყანაში, იმიტომ, რომ დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება საფრთხეს უქმნის ერთპიროვნულ ძალაუფლებას და საბოლოოდ მივყავართ ხელისუფლების ცვალებადობასთან?

არ მიყვარს კლიშეებით საუბარი, იმიტომ, რომ, უმეტესწილად, არგუმენტების ნაცვლად, ამ კლიშეების განხილვაზე გადადის მთელი ყურადღება და ამაზე ვიწყებთ ხოლმე ჩხუბს, მაგრამ ამ შემთხვევაში დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ჩემთვის ეს კანონი რუსულია რამდენიმე მიზეზის გამო:

1.როგორც რუსეთში, აქაც კანონის ინიციატორთა მოტივაციაა, გააკონტროლოს, პირველ რიგში, დემოკრატიული იდეების გამავრცელებელი ორგანიზაციები და გარკვეული რეგულაციები დაუწესოს მათ საქმიანობას. 2. ისევე, როგორც რუსეთში, საქართველოშიც კანონის ინიციატორთა მიზანია სამოქალაქო სექტორის სტიგმატიზაცია და საზოგადოებაში ამ სექტორის წარმომადგენელთა მიმართ იმ შეხედულების დანერგვა, რომ ეს ხალხი ემსახურება არა საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების ინტერესებს.

„აგენტი“ ცუდი სიტყვაა არაა და ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ რაღაცნაირად გაუტოლო, მაგალითად „სოციალური აგენტის“ ან „საფეხბურთო აგენტის“ სტატუსს, ძალიან უნიჭო, მდარე დონის სიტყვებით თამაშია, რომლისაც არავის სჯერა. აშშ-ში, სადაც ადამიანი ლამის ბავშვობიდან ეჩვევა ურთიერთობას „სოციალურ აგენტთან“, „საბანკო აგენტთან“ „ბირჟის აგენტთან ‘ და ა.შ. ამ სიტყვას ერთი დატვირთვა აქვს.

მაგრამ, საზოგადოებაში, რომელმაც თითქმის მთელი მე-20 საუკუნე ამერიკულ დემოკრატიაში კი არა, სსრკ-ში, ერთპარტიული დიქტატურის პირობებში გაატარა, თავისი სტალინური რეპრესიების, კომპარტიის შიგნით პერიოდულად მოწყობილი სისხლიანი „წმენდებით“, დისიდენტებთან ბრძოლის გამოცდილებით, სადაც „აგენტის“ იარლიყი ერთმნიშვნელოვნად სამშობლოს ღალატთან და ხალხის მტრობასთან იყო დაკავშირებული, უცხო ძალის გავლენის აგენტის წოდება ვერასდროს შეიძენს იმ მნიშვნელობას, რაც მას აშშ-ში, ან სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში აქვს.

საზოგადოებაში, რომელმაც თითქმის მთელი მე-20 საუკუნე ამერიკულ დემოკრატიაში კი არა, სსრკ-ში, ერთპარტიული დიქტატურის პირობებში გაატარა, თავისი სტალინური რეპრესიების, კომპარტიის შიგნით პერიოდულად მოწყობილი სისხლიანი „წმენდებით“, დისიდენტებთან ბრძოლის გამოცდილებით, სადაც „აგენტის“ იარლიყი ერთმნიშვნელოვნად სამშობლოს ღალატთან და ხალხის მტრობასთან იყო დაკავშირებული, უცხო ძალის გავლენის აგენტის წოდება ვერასდროს შეიძენს იმ მნიშვნელობას, რაც მას აშშ-ში, ან სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში აქვს

ამ კანონპროექტის ავტორებმა კარგად იციან და სწორედ ამიტომ უნდათ, სამოქალაქო სექტორს მიაკერონ ეს დამამცირებელი იარლიყი.

- მოდით, საუბარი სახელისუფლებო გუნდის მთავარი არგუმენტით - გამჭვირვალეობაზე ზრუნვით დავიწყო.

რამდენად საფუძვლიანია ხელისუფლების მტკიცება, რომ „აგენტების“ შესახებ კანონის მიღება, უპირველესად, სამოქალაქო სექტორის საქმიანობის გამჭვირვალობას უკავშირდება?

- მოდით, დაწვრილებით განვიხილოთ ხელისუფლების მიერ გაჟღერებული არგუმენტები. პირველი არგუმენტია, რომ, თითქოს, კანონის მიღება ხელს შეუწყობს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდას.

ნებისმიერი ორგანიზაცია თუ ფიზიკური პირი, ვინც გრანტს იღებს, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ თანახმად, სრულად წარადგენს ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროში გრანტის დანიშნულების, მიღებული თანხების ოდენობის, გრანტის ფარგლებში გაწეული ხარჯებისა (მათ შორის მუდმივი და დროებითი დასაქმებულები, მათი ანაზღაურება, ექსპერტები და მათი ანაზღაურება, სატრანსპორტო, შეხვედრების თუ სხვა ტიპის ღონისძიებების, სარეკლამო-საგამომცემლო და ა.შ.) და მიღებული შემოსავლების შესახებ (ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში).

აგრეთვე ამას, როგორც წესი, ერთვის აუდიტის დასკვნა. ამრიგად, სახელმწიფოს ყოველთვის სრულად ჰქონდა და აქვს ინფორმაცია ვინ, როდის, რამდენი გრანტი მიიღო და რა მიზნით. ახალი კანონპროექტი ამ კუთხით ამ ორგანიზაციებისა თუ ფიზიკური პირების საქმიანობის ფინანსური გამჭვირვალობის არანაირ დამატებით მექანიზმებს, ხაზგასმით ავღნიშნავ, არსებულისგან განსხვავებულ, არანაირ ახალ სტანდარტს არ ნერგავს.

ერთადერთი, რაც გრანტის მიმღებმა უნდა გააკეთოს, არის ის, რომ მან მაქსიმუმ იგივე ინფორმაცია, რასაც აგზავნის ფინასთა სამინისტროში, უნდა გაუგზავნოს იუსტიციის სამინისტროსაც. შესაბამისად, გრანტის მიმღებთა საქმიანობის უფრო მეტი გამჭვივალობის არანაირი ახალ კრიტერიუმებს ეს კანონი არ ადგენს.

სხვათა შორის, თავად იუსტიციის სამინისტროს არანაირი შესაძლებლობა არ ექნება, პროფესიულ დონეზე გადაამოწმოს ეს ფინანსური ინფორმაცია, უბრალოდ, იმის გამო, რომ ვინმეს ფინანსური საქმიანობის შემოწმება და მისი მართლზომიერების შეფასება არასდროს ყოფილა ამ უწყების საქმე და შესაბამისი სამსახურები არ აქვს, რაც დამატებით პრობლემებს შექმნის კანონის ხარისხიანად აღსრულებაში.

ამიტომ, იუტიციის სამინისტრო მაინც იძულებული იქნება, ფინანსთა სამინისტროს დაეყრდნოს.

თუკი სახელმწიფო თვლის, რომ გრანტების მიმღებთა ერთიანი რეესტრი უნდა შეიქმნას, ეს ინფორმაცია გამოქვეყნდეს და კიდევ უფრო საჯარო გახდეს, ამისათვის საჭირო არ იყო ბეღურებისათვის ზარბაზნის სროლა, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობისათვის ახალი კანონის შექმნა და მათთვის გავლენის აგენტების დაძახება.

ეს „პრობლემა“ უბრალოდ და უმარტივესად გადაწყდებოდა, თუ არსებულ კანონმდებლობაში შევიდოდა ცვლილება და თუნდაც იგივე ფინანსთა სამინისტროს „საგადასახადო კოდექსით“ დაევალებოდა იმ ორგანიზაციათა რეესტრის შექმნა და გამოქვეყნება, რომლებიც იღებენ გრანტებს და გააჩნიათ შესაბამის საგადასახადო შეღავათები.

თუკი სახელმწიფო თვლის, რომ გრანტების მიმღებთა ერთიანი რეესტრი უნდა შეიქმნას, ეს „პრობლემა“ უბრალოდ და უმარტივესად გადაწყდებოდა, არსებულ კანონმდებლობაში შევიდოდა ცვლილება და თუნდაც იგივე ფინანსთა სამინისტროს „საგადასახადო კოდექსით“ დაევალებოდა იმ ორგანიზაციათა რეესტრის შექმნა და გამოქვეყნება, რომლებიც იღებენ გრანტებს და გააჩნიათ შესაბამის საგადასახადო შეღავათები

ისე, ისიც უნდა ითქვას, რომ ვისაც მართლა სურს იმის გაგება, რომელი ორგანიზაცია რაში იღებს გრანტებს, არა მგონია, ეს პრობლემა იყოს. ყველა გრანტის გამცემ ორგანიზაციას საკუთარ ვებგვერდზე აქვს გამოქვეყნებული, როდის, რომელ ორგანიზაციას, რამდენი გრანტი მისცეს და რისთვის. ამ ინფორმაციის მოძიებას მხოლოდ დაინტერესება და ინტერნეტის ელემენტარულ დონეზე ცოდნა უნდა.

ასე რომ, საქართველოს არსებული კანონმდებლობის ელემენტარული ანალიზი და მისი შედარება „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულ კანონპროექტთან ადვილად გვიჩვენებს, რომ ტყუილია ის არგუმენტი, თითქოს შემოთავაზებული კანონპროექტი უცხოური გრანტების მიმღებ არასამთავრობო ორგანიზაციებს ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობის რაიმე ახალ, არსებულზე მაღალ სტანდარტს უწესებს, რომელიც საზოგადოებისთვის უფრო ნათელს გახდის ამ ორგანიზაციების დაფინანსების წყაროებს.

საქართველოს არსებული კანონმდებლობის ელემენტარული ანალიზი და მისი შედარება „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულ კანონპროექტთან ადვილად გვიჩვენებს, რომ ტყუილია ის არგუმენტი, თითქოს შემოთავაზებული კანონპროექტი უცხოური გრანტების მიმღებ არასამთავრობო ორგანიზაციებს ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობის რაიმე ახალ, არსებულზე მაღალ სტანდარტს უწესებს, რომელიც საზოგადოებისთვის უფრო ნათელს გახდის ამ ორგანიზაციების დაფინანსების წყაროებს

ხელისუფლების მეორე არგუმენტი არის ის, რომ, თითქოს, კანონის მიღება საზოგადოებისათვის უფრო გამჭვირვალეს გახდის ლობისტურ საქმიანობას. დავიწყოთ იმით, რომ ეს კანონპროექტი ანგარიშვალდებულების კუთხით ლობისტების საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილ, დღეს არსებულ სტანდარტებს კი არ აუმჯობესებს, არამედ დაბლა სწევს და აუარესებს.

ამის დადგენა ძალიან ადვილია. ჩვენ გავაჩნია კანონი „ლობისტური საქმიანობის შესახებ“, სადაც მე-13 მუხლში წერია, რომ ლობისტი ვალდებულია, რეგისტრაციის დღიდან ყოველთვიურად, აგრეთვე, ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის დღიდან 10 დღეში წარადგინოს ანგარიში, რომელშიც აღნიშნული იქნება ინფორმაცია, თუ კონკრეტული ლობისტური საქმიანობის განსახორციელებლად ვინ დაიქირავა ის, რა ოდენობის ფულადი თანხა თუ სხვა მატერიალური თუ არამატერიალური ფასეულობები მიიღო დამქირავებლისგან, როდის და რა პირობებით.

ლობისტი ასევე ვალდებულია, წარადგინოს ინფორმაცია მის მიერ დავალების შესასრულებლად გაწეული ხარჯების შესახებ, მათი გაწევის მიზნის, თარიღისა და პირობების მითითებით. ანგარიშს უნდა დაერთოს იმ დოკუმენტების ოფიციალური ასლები, რომლებიც ადასტურებს ანგარიშში მითითებულ მონაცემებს.

როგორც ვხედავთ, დღეს არსებული კანონმდებლობა ლობისტს ავალდებულებს, არა ყოველწლიურად, არამედ ყოველთვიურად წარუდგინოს ანგარიში სახელმწიფო ორგანოს ლობირებისთვის მიღებული სახსრების ოდენობის, მისთვის ამ სახსრების გადამცემი პირების ვინაობის, გაწეული ხარჯების და მათი დანიშნულების შესახებ.

შესაბამისად, მოქმედი კანონი „ლობისტური საქმიანობის შესახებ“, ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით, ლობისტებს აკისრებს გაცილებით მეტ ვალდებულებებს, ვიდრე „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომლის მე-6 მუხლი „უცხოეთის გავლენის აგენტებისგან“ მხოლოდ ყოველწლიური დეკლარაციის წარდგენას მოითხოვს.

იგივე ეხება ლობისტური ორგანიზაციების საქმიანობის საჯაროობასაც. დღეს მოქმედი კანონის მე-14 მუხლის თანახმად, „საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს, გაეცნოს წარმომადგენლობით ორგანოში, აღმასრულებელ ორგანოში, ან საქართველოს პრეზიდენტთან ლობისტის მიერ წარდგენილ საბუთებსა და ანგარიშებს, გადაიღოს მათი ასლები“.

აქაც არსებული სტანდარტი უფრო მაღალია, ვიდრე „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი ახალი კანონპროექტით შემოთავაზებული, რომელშიც საჯარო მხოლოდ „აგენტების“ რეესტრში დაფიქსირებული მწირი მონაცემებია გრანტის მიმღები, გამცემი, გრანტის მიზანი და ოდენობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ავალდებულებს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, აწარმოონ ლობისტების რეესტრი, რომელიც ასევე საჯარო დოკუმენტია.

ამიტომ ამ კუთხითაც კანონპროექტი ლობისტების საქმიანობის გამჭვირვალობის არანაირ ახალ სტანდარტს არ ქმნის.

ასე რომ, მეორე არგუმენტიც, რაც ხშირად გვესმის კანონპროექტის ინიციატორებისგან, თითქოს მათ მიერ ინიციირებული კანონპროექტი საზოგადოებისათვის უფრო გამჭვირვალეს გახდის ლობისტების საქმიანობას, რომელთა რიცხვში, თურმე, არასამთავრობო ორგანიზაციებიც შედიან, არის ასევე ტყუილი.

ასე რომ, მეორე არგუმენტიც, რაც ხშირად გვესმის კანონპროექტის ინიციატორებისგან, თითქოს მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი საზოგადოებისათვის უფრო გამჭვირვალეს გახდის ლობისტების საქმიანობას, რომელთა რიცხვში, თურმე, არასამთავრობო ორგანიზაციებიც შედიან, არის ასევე ტყუილი

ხელისუფლების მესამე არგუმენტია, რომ, თითქოს, აღნიშნული კანონით უფრო გამჭვირვალე გახდება მედიის დაფინანსება. არადა, ამ ქვეყანაში რახანია, მოქმედებს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“, რომლის 70-ე მუხლში გამჭვირვალობისთვის აუცილებელი ნორმებია გაწერილი. მაგალითად, ის, რომ ავტორიზებული პირი/ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ყოველი წლის 1 მაისამდე კომისიას წარუდგინოს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს გასული წლის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, ავტორიზაციის/სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. მაუწყებელმა ანგარიშს უნდა დაურთოს აუდიტის დასკვნა.

ის, ასევე, ვალდებულია, რომ ყოველწლიურად კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია თავისი გასული წლის აქტივებისა და პასივების, აგრეთვე გასულ წელს განხორციელებული ინვესტიციების შესახებ და უნდა მიუთითოს მათი ოდენობისა და ინვესტორთა ვინაობა. გარდა ამისა, მაუწყებლები ვალდებულნი არიან, ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებში ასევე უნდა მიუთითონ ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ.

ანუ დღესაც, როგორც სახელმწიფოს ზოგადად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას კი - კონკრეტულად, სრულად და ბევრად უფრო დაწვრილებით აქვს ინფორმაცია მედიასაშუალებების დაფინანსების შესახებ, ვიდრე ამას „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი ითვალისწინებს და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არც მედიისთვის ადგენს ფინანსური გამჭვირვალობის რაიმე ახალ სტანდარტს.

ამრიგად, თუკი გავაანალიზებთ არსებულ კანონმდებლობას და შევადარებთ მას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ინიციირებულ კანონპროექტს, მარტივად დავინახავთ, რომ იდეის ავტორთა მესამე არგუმენტიც, თითქოს ამ კანონში შემოტანილი რეგულაციები საზოგადოებისთვის უფრო ნათელს გახდის, თუ საიდან ფინანსდება ესა თუ ის მედიასაშუალება, უბრალოდ, მტკნარი სიცრუეა.

თუკი გავაანალიზებთ არსებულ კანონმდებლობას და შევადარებთ მას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ინიციირებულ კანონპროექტს, მარტივად დავინახავთ, რომ იდეის ავტორთა მესამე არგუმენტიც, თითქოს ამ კანონში შემოტანილი რეგულაციები საზოგადოებისთვის უფრო ნათელს გახდის, თუ საიდან ფინანსდება ესა თუ ის მედიასაშუალება, უბრალოდ, მტკნარი სიცრუეა

ხელისუფლების მეოთხე არგუმენტია, რომ, თითქოს, კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, ხელს შეუწყობს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების საქმიანობის „შავი ფულით“ დაფინანსების გამოაშკარავებას, ან საგრანტო ფულის პოლიტიკაში გამოყენებას. არადა, ეს კანონპროექტი არანაირად არ ეხება ამ ტიპის საკითხებს, საერთოდ არ არეგულირებს მას და ვერანაირად ვერ გამოდგება ამ ტიპის დარღვევების გამოსავლენად.

ვერავინ ვერ მანახებს ამ კანონპროექტის რომელიმე მუხლს, რომელიც შავი ფულით დაფინანსების პრობლემას წყვეტს, ასე რომ, ეს არგუმენტის ფეიკია.

ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები რიგ ინტერვიუებში აცხადებენ, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტებს პარტიული საქმიანობაში იყენებს. თუკი სახელმწიფოს აქვს ეს ინფორმაცია, მას აქვს შესაბამისი ლეგიტიმური საშუალებებიც, აღკვეთოს ეს ქმედება.

ამის საშუალებას სრულად იძლევა კანონი „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“. რატომ არ იყენებენ? გვანახონ, „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონპროექტის რომელი მუხლით გვარდება ეს საკითხი? თუ ვინმე მართლა ფიქრობს, რომ ამ პრობლემას მთელი სამოქალაქო სექტორისათვის უცხოეთის აგენტების იარლიყის მიკვრა გადაწყვეტს?

- დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ აგენტების შესახებ კანონის ინიციირება ნიშნავს, რომ ხელისუფლება თავად ქმნის ხელოვნურად საბაბს, რომ წლის ბოლოს ქვეყანამ არ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. უფრო მეტიც, იგი ევროკავშირთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია.

ამის დასტურად მოჰყავთქართული ოცნებისერთ-ერთი ლიდერისა და თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადება, იმის შესახებ, რომევროკავშირს შეუძლია თავისთვის დაიტოვოს ევროკავშირის ქვეყნის სტატუსი“. ამ ტიპის განცხადებებს ხშირად აკეთებენქართული ოცნებისლიდერები.

ბევრი იხსენებს იმასაც, რომ ნიკა გვარამიას დაკავებაც სწორედ იმისთვის მოხდა, რომ ევროპას საქართველოს ევროპულ მომავალზე კითხვები გასჩენოდა. მეტიც, ბევრი ასეთ ლოგიკასაც კი აგებს - „ქართულ ოცნებაშიასე ფიქრობენ - გეოპოლიტიკიდან გამომდინარე შეიძლება მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, ამიტომ სასწრაფოდაა რამე მოსაფიქრებელი.

რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ აგენტების შესახებ კანონის ინიციირებით მმართველი გუნდი ქმნის საბაბს, რომ საქართველომ წლის ბოლოს ვერ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი?

- ეს კიდევ ცალკე საკითხია, რაში აწყობს ხელისუფლებას ამ კანონის მიღება. კარგი, საქართველოში ვინმე მოატყუეს, რომ ეს კანონი აშშ-ს კანონის უფრო მსუბუქი ანალოგია, მაგრამ რას ეუბნები იმ დასავლელ პარტნიორებს, რომელთა პოლიტიკურ, ფინანსურ, სამხედრო თუ თუ სხვა დახმარებაზე, მათ მიერ ეკონომიკურ, სოციალურ, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების და კიდევ უამრავი სხვა კუთხით განხორციელებულ პროექტებზეა დამოკიდებული უამრავი ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობა?

ურცხვად რომ იძახიან კანონპროექტის ავტორები, ამერიკული კანონი გადმოვიღეთო, არ იციან 1966 წელს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტში“ ცვლილებები რომ შევიდა?

ურცხვად რომ იძახიან კანონპროექტის ავტორები, ამერიკული კანონი გადმოვიღეთო, არ იციან 1966 წელს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტში“ ცვლილებები რომ შევიდა?

ამ ცვლილებებით ტერმინის - „უცხოური აგენტის“ მნიშვნელობა დავიწროვდა. ორგანიზაცია ვერ განთავსდება უცხოური აგენტების მონაცემთა ბაზაში, თუ მთავრობა არ დაამტკიცებს, რომ ის მოქმედებდა "უცხო ლიდერის ბრძანებით, თხოვნით, მითითებით ან კონტროლით" და არ დაამტკიცებს, რომ იგი ეწეოდა „პოლიტიკურ საქმიანობას ასეთი უცხოელი ლიდერისთვის ან მისი სახელით, „მათ შორის“ ამგვარი უცხოელი ლიდერის ინტერესების წარმომადგენლობით შეერთებული შტატების მთავრობის რომელიმე სააგენტოს ან ოფიციალური პირის წინაშე“.

ხვდებით, ხომ, განსხვავებას, ვის ეხება აშშ-ს კანონით უცხოური გავლენის აგენტობა და ვის ქართულით? რის არასამთავრობო, რა მედია? ყველაფერი ნათელია, რაზეც არის საუბარი. ორგანიზაცია პირდაპირ უნდა ასრულებდეს უცხო ქვეყნის ლიდერის დავალებას და ამის დამტკიცება არის მთავრობის ვალდებულებაა.

ჰოდა, კაი, აქ დამალავენ ამ ამბავს, ამ ფუნდამენტურ განსხვავებას ქართულ და ამერიკულ კანონს შორის, მაგრამ ევროპელებსაც და ამერიკელებსაც დაუმალავენ? ძნელი მისახვედრი არ არის, როგორი იქნება ჩვენი პარტნიორების რეაქცია. პირველი რეაქციები აშშ-დან, ევროკავშირიდან და ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან უკვე არის, ჯერ გამაფრთხილებელი.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა პირდაპირ განაცხადა, რომ „კანონი უცხოური აგენტების შესახებ ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერის განცხადებით, “კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.

მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს“.

მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს“

ან ერთმა, ან მეორემ მეტი რა უნდა თქვას, რომ გააგებინოს ჩვენს ხელისუფლებას, რომ ამ კანონის მიღება ცეცხლთან თამაშია?

ნუთუ ძნელი მისახვედრია, რა შედეგები მოჰყვება ამას საქართველოში? ეს კანონი შეეხება არა მარტო იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც სამოქალაქო აქტივიზმით არიან დაკავებული, არამედ სოფლის მეურნეობაში მომუშავე ასოციაციებს, ფერმერთა გაერთიანებებს, ვინც მუშაობს ამ სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის და ფერმერების დახმარების კუთხით.

ასევე უამრავ ასოციაციას, რომელიც უწევს დახმარებას მთელი საქართველოს მასშტაბით შშმ პირებს, სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, ჯანდაცვის თუ განათლების სისტემაში მომუშავე ორგანიზაციებს, რომლებიც უამრავ პროექტს ახორციელებენ საქართველოში.

როგორ ფიქრობთ, ამ ხალხს რომ არჩევანი დაუდგებათ, ან აგენტის სტატუსი ჰქონდეთ, ან შეწყვიტონ საქმიანობა, რა მოხდება? გაუხარდებათ? უფრო მეტად შეუყვარდებათ ეს მთავრობა? უფრო გულმხურვალე მხარდამჭერები გახდებიან?

ეჭვი მეპარება, ასე მოხდეს. უფრო პირიქით, გაბოროტდებიან, ამ ხელისუფლების მიმართ მიუღებლობა გაიზრდება საზოგადოების სწორედ იმ სეგმენტის მხრიდან, რომელიც ყველაზე კარგად ფლობს ახალ ტექნოლოგიებს, ინტეგრირებულები არიან გლობალურ სამყაროში და მნიშვნელოვნად განაპირობებენ ამ ქვეყნისა და საზოგადოების პროგრესს.

იმ ათასობით ადამიანს რას უშვრებიან, ვინც ამ ორგანიზაციების ბენეფიციარები არიან? რისი იმედი აქვს ხელისუფლებას, რომ მკაცრ რეჟიმს დაამყარებს, პროტესტს ჩაახშობს და შიშს დანერგავს საზოგადოებაში?

იმ ათასობით ადამიანს რას უშვრებიან, ვინც ამ ორგანიზაციების ბენეფიციარები არიან? რისი იმედი აქვს ხელისუფლებას, რომ მკაცრ რეჟიმს დაამყარებს, პროტესტს ჩაახშობს და შიშს დანერგავს საზოგადოებაში?

მაგის იმედი ჰქონდა წინა ხელისუფლებასაც, რომ შიშის ფაქტორით მართავდა ქვეყანას, რა გამოვიდა? კარგად ნახონ რა შედეგები დადგა - რამდენი ციხეში იჯდა, რამდენი გაქცეულია, რამდენი პოლიტიკურად გაკოტრებულია მაგ იდეების შემოქმედებიდან?

- ამ თემაზე საუბრისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კანონის ორ ვერსიას ისინი გადაუგზავნიან ვენეციის კომისიას და ერთ-ერთზე მაინც ექნება ვენეციის კომისიას დადებითი დასკვნა.

არადა, ვიცით, რომ ვენეციის კომისიას ანალოგიურ, უნგრულ კანონზე დასკვნაში უწერია - „ტერმინ აგენტის გამოყენება არის უადგილო და შეურაცხმყოფელი“. ასეთ ვითარებაში, გაუგებარია, რა დადებით მოლოდინებზე შეიძლება საუბრობდეს „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე.

რა უნდა ვიფიქროთ - სახელისუფლებო გუნდმა გადაიფიქრა ამ კანონის მიღება და ხმამაღლა თქმა უჭირს, თუ მართლაც დაელოდება ვენეციის კომისიის დასკვნას?

- ჯერ ერთი, მკაფიოდ უნდა განვუმარტოთ მოსახლეობას, რომ უნგრული ვერსია არა მოქმედი, არამედ ყოფილი კანონია. ის გააუქმა ევროპის სასამართლოს ჯერ კიდევ 2020 წელს.

ზოგადად, სულ უფრო მეტად მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად ცდილობს მიბაძოს გასული საუკუნის 80-იან წლებში უნგრეთის კომკავშირის ყოფილ მაღალჩინოსანს, 90-იანებში დიდ ლიბერალს და ეკოლოგს, შემდეგ კი უკვე ანტილიბერალ მემარჯვენე პოპულისტს, ორბანს.

სულ უფრო მეტად მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად ცდილობს მიბაძოს გასული საუკუნის 80-იან წლებში უნგრეთის კომკავშირის ყოფილ მაღალჩინოსანს, 90-იანებში დიდ ლიბერალს და ეკოლოგს, შემდეგ კი უკვე ანტილიბერალ მემარჯვენე პოპულისტს, ორბანს

უნგრული მოდელი, სადაც მკაცრად კონტროლდება მედია, სადაც სახელმწიფო შეკვეთები ნაწილდება მხოლოდ მმართველ პარტიასთან დაახლოებულ ბიზნესზე, სადაც ბრიუსელისგან, რომელიც, თურმე, ებრძვის უნგრელების იდენტურობას.

ცდილობენ გააკეთონ პატარა საფრთხობელა უნგრელებისათვის, სადაც სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია დასუსტებულია, რადგანაც არ აქვს შესაბამისი რესურსების მობილიზების საშუალება, ასეთი მმართველობითი სისტემა იდეალური იქნებოდა დღევანდელი „ქართული ოცნების“ ლიდერშიფისთვის.

როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ლიდერებს ავიწყდებათ, რომ უნგრეთი უკვე არის ევროკავშირის და ნატო-ს წევრი და როგორც იტყვიან, ამ მხრივ თავი ქუდში აქვს. ჩვენ კი აქამდე მისასვლელი ვართ და უნგრეთისგან განსხვავებით, არც უსაფრთხოების და არც ეკონომიკური კუთხით არანაირი გარანტიები არ გვაქვს.

როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ლიდერებს ავიწყდებათ, რომ უნგრეთი უკვე არის ევროკავშირის და ნატო-ს წევრი და როგორც იტყვიან, ამ მხრივ თავი ქუდში აქვს. ჩვენ კი აქამდე მისასვლელი ვართ და უნგრეთისგან განსხვავებით, არც უსაფრთხოების და არც ეკონომიკური კუთხით არანაირი გარანტიები არ გვაქვს

ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა ცეცხლთან თამაშია, რომელმაც შეიძლება ძალიან დააზიანოს საქართველოს მისწრაფება, გახდეს ევროატლანტიკური სამყაროს წევრი.

სულ უფრო მიმყარდება ეჭვი, რომ, თუკი ასეთი არჩევანი იქნა, ერთი მხრივ, დემოკრატიის გაღრმავება და ევროკავშირის წევრობა, რისი ნაწილიცაა არჩევნების გზით ხელისუფლების პერიოდული ცვლილება, მეორე მხრივ კი, დემოკრატიული თავისუფლებების შეზღუდვის გზით ძალაუფლების დანარჩუნება და ევროინტეგრაციის პროცესისგან დისტანცირება, „ოცნება“ ამ მეორე გზას აირჩევს. ამ შემთხვევაში ვენეციის კომისიის დასკვნა მხოლოდ ტენიკური დეტალია. „ოცნებამ“ კანონპროექტის იქ გადაგზავნით დრო მოიგო, დააკვირდება დასავლელი პარტნიორების რეაქციას.

ზოგადად, „ქართული ოცნების“ ლიდერების მოტივაციას განსხვავებული ფაქტორები განსაზღვრავს. ისინი არ არიან პოლიტიკოსები, რომლებმაც, იმავე ორბანივით, თავად გაიმარჯვეს დემოკრატიულ საარჩევნო პროცესში. ისინი არასდროს ყოფილან იდეალისტები, რომლებიც პოლიტიკაში თავიანთი შეხედულებებისა და ღირებულებების დასანერგად მოვიდნენ. მათი უმრავლესობა არასდროს ყოფილა საზოგადოებრივი ფიგურა, არ გააჩნდათ რაიმე დიდი ავტორიტეტი, მხარდაჭერა და რეიტინგი საზოგადოებაში.

ამ შემთხვევაში ვენეციის კომისიის დასკვნა მხოლოდ ტენიკური დეტალია. „ოცნებამ“ კანონპროექტის იქ გადაგზავნით დრო მოიგო, დააკვირდება დასავლელი პარტნიორების რეაქციას

ისინი მოიყვანეს და დასვეს თანამდებობებზე, არა იმიტომ, რომ ვინმე მოიხიბლა მათი ხედვებით ქვეყნის მომავალზე, არამედ იმიტომ რომ მათში დაინახეს სწორედ უპრინციპო, მორჩილი შემსრულებლები. ისინი პრაგმატიკოსი კარიერისტები არიან, რომელთათვისაც მთავარი ღირებულება საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაა.

ასეთ პოლიტიკოსებს ეშინიათ პოლიტიკური კონკურენციის და დემოკრატიის, ღია დისკუსიების და თავისუფალი მედიის, რადგანაც ასეთ მოცემულობაში არ აქვთ კონკურენტული უპირატესობა.

ამიტომ ამ ადამიანებისთვის დემოკრატიის განვითარება საფრთხეა, ის მათ ძალაუფლების დაკარგვით ემუქრება. აქედან გამომდინარეობს მათი ნაბიჯები, რამენაირად შეზღუდონ სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ყველაფერ იმას განასახიერებს, რისიც თავად ეშინიათ.

- ამ კანონში საკმაოდ კარგად ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ მისი მიღებით ქვეყანა საკმაოდ დიდ ნაბიჯს დაგადგამს რუსეთისკენ.

თუ დღევანდელი საქართველო ნაბიჯებს დგამს რუსეთისკენ და არა ევროკავშირისკენ, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ სახელისუფლებო გუნდი თუ მოსკოვიდან ინსტრუქციებით არ მოქმედებს, აკეთებს იმას, რაც კრემლის ინტერესებშია?

- ვფიქრობ, დღეს ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების მთავარი ინტერესი, ძალაუფლების შენარჩუნებაა, ესაა მთავარი, რაზეც ისინი ფიქრობენ და ამისთვის ნებისმიერ გარიგებაზე წამსვლელები არიან.

ამას ისინი ახერხებენ მათ შორის ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის ნაწილის დიდი შეცდომების გამოყენებით.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო