იოსელიანს მხარს არ დავუჭერ - მისი კანდიდატურა არის „ქართული ოცნების“ თამაში და ის არის ერთგვარი მაშველი რგოლი, შედარებით კომპრომისული კანდიდატურა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შემოგვთავაზა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ არასამთავრობო სექტორის რეკომენდებული კანდიდატები, სწორედ იმიტომ დაბლოკა, რომ მათზე გავლენას ვერ მოახდენდა. "ფრაქცია ამ საკითხზე იმსჯელებს, ჩემი პირადი პოზიცია თუ გაინტერესებთ, მე არ დავუჭერ მხარს. მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ლევან იოსელიანთან, მე ვთვლი, რომ მისი კანდიდატურა არის „ქართული ოცნების“ თამაში და ის არის ერთგვარი მაშველი რგოლი, შედარებით კომპრომისული კანდიდატურა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შემოგვთავაზა სახალხო დამცველის პოსტზე. თქვენ გახსოვთ, რა გავიარეთ, რა პროცესი იყო და როგორ დაბლოკა „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატები მხოლოდ იმის გამო, რომ მათზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლებელი იყო. მე ეჭვი მეპარება, რომ მასზე გავლენის მოხდენა იყოს შეუძლებელი „ქართული ოცნებისთვის“, საზოგადოებას ახსოვს პოლიტიკური პოზიციები ლევან იოსელიანის და მისი პოლიტიკური პარტიის“, - განაცხადა წითლიძემ.
ცნობისათვის, „მოქალაქეების“ ერთ- ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი პარლამენტს სახალხო დამცველის პოსტზე თავის თანაგუნდელ, ლევან იოსელიანის მხარდაჭერას სთავაზობს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"