იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის პროექტი „მშვიდობის სკოლა“ იწყება

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის პროექტი „მშვიდობის სკოლა“ იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი ითვალისწინებს აფხაზეთის საკითხებით დაინტერესებული 10 ახალგაზრდის გადამზადებას, 6 თვის განმავლობაში, შემდეგი მიმართულებებით:

  • დეზინფორმაცია და მედია
  • ადამიანის უფლებები და უფლებრივი მდგომარეობა
  • შერიგება და კონფლიქტის ტრანსფორმაცია

„პროექტის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები აფხაზეთის თემატიკის ირგვლივ სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, დეზინფორმაციის იდენტიფიცირებაზე და სწორი ინფორმაციის გავრცელების მექანიზმებზე.

ბენეფიციარები, ასევე, დატრენინგდებიან ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და გადამზადდებიან შერიგებისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის კუთხით, რაც ითვალისწინებს თემატურ სიმულაციებში მონაწილეობას, დებატებსა და მოლაპარაკებებში დახელოვნებას.

ტრენინგები ჩატარდება როგორც სააუდიტორიო, ასევე დისტანციურ ფორმატში. სააუდიტორიო შეხვედრები გაიმართება შაბათს და კვირას, რუსთავში, მინისტრის აპარატის სარგებლობაში არსებულ სივრცეში და ორივე მიმართულებით ტრანსპორტირება იქნება უზრუნველყოფილი.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებულ, 20-დან 30 წლის ჩათვლით, ახალგაზრდებს. სასურველია სოციალური მედიის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. შერჩეული აპლიკანტები გაივლიან გასაუბრებას. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 7 მარტი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა:

https://forms.gle/2hLHKHcxk5tMDtGG9 ", -აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს