მიხეილ სარჯველაძე - როდესაც წინასწარ, უარგუმენტოდ მოინათლება რომელიმე ინიციატივა რუსულად და შედეგ დისკუსია გამოირიცხება, მართებული არ მგონია

როდესაც წინასწარ, უარგუმენტოდ მოინათლება რომელიმე ინიციატივა რუსულად და შედეგ დისკუსია გამოირიცხება, მართებული არ მგონია, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის მზად არის ნებისმიერ საკითხზე დისკუსიისთვის.

„თუ ვინმეს მიეწოდება ინფორმაცია, რომ საუბარია რუსულ კანონზე, არგუმენტების გარეშე, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აპირებს მხარი არ დაუჭიროს ამ კანონპროექტს, ჩემი აზრით, ეს არ არის სწორი და საგნობრივი დისკუსია. მართებულია, ვიმსჯელოთ, რა კონკრეტული ნაკლოვანება შეიძლება ჰქონდეს იდეას ტრანსფარენტულობის კუთხით, ასევე ვიმსჯელოთ, ცალკეულ რეგულაციაზე. დისკუსიის ასეთი მოდელი, როდესაც წინასწარ, უარგუმენტოდ მოინათლება რომელიმე ინიციატივა რუსულად, ან რომელიმე ქვეყნის სახელწოდება მიენიჭება და შედეგ დისკუსია გამოირიცხება, მართებული არ მგონია. მზად ვარ, ნებისმიერ საკითხზე დისკუსიისთვის“, - აღნიშნავს სარჯველაძე.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან