ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისს“ და ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაციის „LATO”-ს მიერ „ქართულ-ბალტიური მიმდინარე დიალოგი” დაფუძნდა

ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისს“ და ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაციის „LATO”- ს მიერ“ ქართულ-ბალტიური მიმდინარე დიალოგი” დაფუძნდა.

ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ინფორმაციით, მის მთავარ ამოცანას წარმოადგენს, მონაწილე ქვეყნების აკადემიური წრეებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით შეიქმნას ეფექტური სადისკუსიო ფორმატი, სადაც შესაძლებელი იქნება საერთო ინტერესის სფეროების ირგვლივ თანამშრომლობის გაღრმავება; არსებული გამოწვევების მიმართ ერთიანი მიდგომების შემუშავება; ორმხრივი და მრავალმხრივი კავშირების გაძლიერება და უკეთ თანამშრომლობისათვის ახალი იდეების გენერირება.

„მიმდინარე დიალოგის“ მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის საქმიანობის სხვადასხვა სფეროსა თუ მიმართულების წარმომადგენლები.

„მიმდინარე დიალოგის“ ფარგლებში, გაიმართება საგნობრივი დისკუსიები არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე როგორც პირისპირ, ასევე, ონლაინ ფორმატში; ისევე როგორც, შესაძლებელი იქნება მაღალი დონის შეხვედრების ჩატარება მონაწილე ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურებში გადაწყვეტილებების მიმღები პირების ჩართულობით. ეს ყოველივე მათ შორის, ხელს შეუწყობს „მიმდინარე დიალოგის“ ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების ეფექტურ აღსრულებას.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, რეგულარულად მომზადდება შესაბამისი ანგარიშები და წინადადებები, რომლებიც მიეწოდება დაინტერესებულ პირებს. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ბალტიის ქვეყნების აკადემიური და საჯარო წრეების კიდევ უფრო დაახლოებას და კომუნიკაციის გაუმჯობესებას. შედეგად კი, „მიმდინარე დიალოგი“, იმედია, დადებით გავლენას მოახდენს საქართველოს ლატვიასთან, ლიეტუვასთან და ესტონეთთან ორმხრივი კავშირების განმტკიცებასა და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების მიზანმიმართული და სწორი აქცენტებით აქტუალიზაციას ბალტიის რეგიონში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები