ალექსანდრე დარახველიძე - არასწორია განცხადება, რომ 5 ივლისის საქმის რამე ნაწილზე ან მიმართულებაზე შსს-მ არ იმუშავა - პოლიციამ მაქსიმუმი გააკეთა და ადამიანები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ

არასწორია განცხადება იმის თაობაზე, რომ 5 ივლისის საქმის რამე ნაწილზე ან მიმართულებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ იმუშავა - როცა სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაზე ვსაუბრობთ იმისთვის, რომ ადამიანს ბრალდება წაუყენო, საკმარისი მტკიცებულება უნდა არსებობდეს, - ასეთია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის პასუხი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ 5 ივლისის ძალადობის გამო არც ერთი ჯგუფის ლიდერი ან ძალადობის ორგანიზატორი პასუხისმგებლობაში არ მიეცა.

როგორც დარახველიძემ განმარტა, სადაც საკმარისი მტკიცებულება გამოიკვეთა, ხალხი პასუხისგებაში მიეცა, ხოლო სადაც პასუხისმგებლობის შესაბამისი მტკიცებულებები არ გამოიკვეთა, პოლიციასა და პროკურატურას ბრალის წაყენების უფლებამოსილება არ ჰქონდა.

„გამოძიება 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ვაწარმოეთ, ათასზე მეტი მტკიცებულება შეიკრიბა, სამართლებრივ პასუხისგებაში 31 პირი მივეცით, 100-ზე მეტი პირი დაკავებულია ადმინისტრაციულად, 50-ზე მეტი პირი არის დაზარალებული, 300-ზეტი მოწმე დაიკითხა. პოლიციამ მაქსიმუმი გააკეთა და სადაც საკმარისი მტკიცებულება და სტანდარტი გამოიკვეთა, ეს ადამიანები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ. სასამართლომ მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი მიიღო. ყველა პირის მიმართ, ვინც ჩვენ და პროკურატურამ სასამართლოს წინაშე წარვადგინეთ, განაჩენები დადგა“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ