ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებული დოკუმენტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში ფინანსურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"