ვაკის გამგებელი - ტიციან ტაბიძის ქუჩაზე, სადაც ფერდი ჩამოიშალა, ერთმა ოჯახმა ბინა უკვე დაცალა, მეორე სახლში კი ერთი ადამიანია, რომელსაც შეთავაზება გავუკეთეთ და მიუხედავად საფრთხისა, ბინას არ ცლის

ტიციან ტაბიძის ქუჩაზე, სადაც ფერდი ჩამოიშალა, ერთმა ოჯახმა ბინა უკვე დაცალა, მეორე სახლში მცხოვრები ადამიანი კი ბინის დატოვებაზე უარს აცხადებს, - ამის შესახებ ვაკის რაიონის გამგებელმა, დავით კვინიკაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობა ინფორმირებულია, რომ აღნიშნული ტერიტორია შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს. ამასთან, განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც კვლევები დასრულდება სრული სურათი ექნებათ, თუ რამ გამოიწვია კლდის გარკვეული მასის ჩამოშლა.

„როგორც იცით, ტიციან ტაბიძის პირველი შესახვევის N24-თან მოწყდა კლდის გარკვეული მასა, რომელიც ამ ეტაპზე გაჩერებულია კონკრეტულ წერტილში. მიმდინარეობს კვლევები, ჩართულია გარემოს დაცვის სამსახური, ასევე, ლევან სამხარაულის საექსპერტო ბიურო. მათ დასკვნას ველოდებით, რა პროცესებია. რეკომენდაციების შედეგად მოიხსნება გარკვეული პრობლემა.

იმ ადგილებში, რომელიც შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს, გაფრთხილებული გვყავს მოსახლეობა. ერთი სახლი უკვე დაცლილია, დაკეტილი აქვთ, მეორე სახლში კი ერთი ადამიანია, რომელსაც შეთავაზება გავუკეთეთ და მიუხედავად საფრთხისა, არ ცლის ბინას. მას ყველანაირად განემარტა, რომ აღნიშნული ტერიტორია შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს“,- აღნიშნავს დავით კვინიკაძე.

ცნობისთვის, ტიციან ტაბიძის პირველი შესახვევის N24-თან მდებარე ფერდი 27 თებერვალს ჩამოიშალა.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

ვაკის გამგებელი - ტიციან ტაბიძის ქუჩაზე, სადაც ფერდი ჩამოიშალა, ერთმა ოჯახმა ბინა უკვე დაცალა, მეორე სახლში კი ერთი ადამიანია, რომელსაც შეთავაზება გავუკეთეთ და მიუხედავად საფრთხისა, ბინას არ ცლის

ტიციან ტაბიძის ქუჩაზე, სადაც ფერდი ჩამოიშალა, ერთმა ოჯახმა ბინა უკვე დაცალა, მეორე სახლში მცხოვრები ადამიანი კი ბინის დატოვებაზე უარს აცხადებს, - ამის შესახებ ვაკის რაიონის გამგებელმა, დავით კვინიკაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობა ინფორმირებულია, რომ აღნიშნული ტერიტორია შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს. ამასთან, განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც კვლევები დასრულდება სრული სურათი ექნებათ, თუ რამ გამოიწვია კლდის გარკვეული მასის ჩამოშლა.

„როგორც იცით, ტიციან ტაბიძის პირველი შესახვევის N24-თან მოწყდა კლდის გარკვეული მასა, რომელიც ამ ეტაპზე გაჩერებულია კონკრეტულ წერტილში. მიმდინარეობს კვლევები, ჩართულია გარემოს დაცვის სამსახური, ასევე, ლევან სამხარაულის საექსპერტო ბიურო. მათ დასკვნას ველოდებით, რა პროცესებია. რეკომენდაციების შედეგად მოიხსნება გარკვეული პრობლემა.

იმ ადგილებში, რომელიც შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს, გაფრთხილებული გვყავს მოსახლეობა. ერთი სახლი უკვე დაცლილია, დაკეტილი აქვთ, მეორე სახლში კი ერთი ადამიანია, რომელსაც შეთავაზება გავუკეთეთ და მიუხედავად საფრთხისა, არ ცლის ბინას. მას ყველანაირად განემარტა, რომ აღნიშნული ტერიტორია შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს“,- აღნიშნავს დავით კვინიკაძე.

ცნობისთვის, ტიციან ტაბიძის პირველი შესახვევის N24-თან მდებარე ფერდი 27 თებერვალს ჩამოიშალა.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი