„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები საფრანგეთში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამის ფარგებში, მიმდინარე აკადემიური წლიდან "ევროპის უნივერსიტეტის" საერთაშორისო ურთიერთობებისსაბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის საზღვარგარეთ ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა გახდა შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნული შესაძლებლობების ფარგლებში, პირველი სტიპენდიანტები "ევროპის უნივერსიტეტის" საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის მეორე და მეოთხე სემესტრის სტუდენტები - ნინო დვალიძე და ბექა გელდიაშვილი არიან. „ისინი 2-2 თვის განმავლობაში ლიონში (საფრანგეთი), IGC ჯგუფის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში გაივლიან სტაჟირებას. მგზავრობის ხარჯები ევროკომისიის მიერ ანაზღაურდება და სტაჟირების განმავლობაში სტუდენტები მიიღებენ აგრეთვე ყოველთვიურ სტიპენდიას ერაზმუს+ სტანდარტის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ სტაჟირება "ევროპის უნივერსიტეტის" საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სასწავლო გეგმის კომპონენტად განიხილება და შესაბამისად, საფრანგეთში ნამუშევარი საათების კრედიტებად აღიარება უზრუნველყოფილია. აღნიშნული უზრუნველყოფს სწავლის პროცესის უწყვეტობას და საზღვარგარეთ სტაჟირებას სწავლა-სწავლების ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელოვან მექანიზმად აქცევს“,-აღნიშნულია "ევროპის უნივერსიტეტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა