ეკონომიკის ოლიმპიადაზე დარეგისტრირებული სკოლების რაოდენობით, საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა

„საქართველოს ბანკისა“ და საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) თანამშრომლობით, 26-28 თებერვალს საქართველოში პირველი ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადა გაიმართა.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, მასში მონაწილეობა 291 სკოლის 1300-მდე მოსწავლემ მიიღო.

აღნიშნული ოლიმპიადა ახალგაზრდებს შორის ეკონომიკური ცნობიერების ამაღლების, ახალი შესაძლებლობების შექმნისა და ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა.

ოლიმპიადა საქართველოში საერთაშორისო ეკონომიკის ოლიმპიადის ფარგლებში იმართება, რომელსაც ჩეხური ორგანიზაცია ეკონომიკური განათლების ინსტიტუტი (INEV) წელს მსოფლიოს 17 ქვეყანაში პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ რეგიონიდან მონაწილე ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე მაღალი აქტივობით გამოირჩევა და დარეგისტრირებული სკოლების რაოდენობით პირველ ადგილს იკავებს.

საქართველოში ეკონომიკის ოლიმპიადაზე მოსწავლეების მაღალი ინტერესი დაფიქსირდა, მათ შორის რეგიონებში, საიდანაც მოსწავლეების ჩართულობა 70% იყო.

“კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და შექმნას შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით კი რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკური, ფინანსური და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის საწინდარია. სწორედ ამიტომ, ეკონომიკის ოლიმპიადის ფარგლებში გვსურდა, რეგიონში მცხოვრები რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაგვერთო აღნიშნულ ინიციატივაში, რათა მონაწილეობა მიეღოთ ოლიმპიადაში, დაინტერესებულიყვნენ და ზოგადად, დაენახათ ეკონომიკის როლი მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - აღნიშნავს თამარ გოჩაშვილი, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს