ხატია დეკანოიძე - მზად არიან საქართველოს ევროინტეგრაცია საფრთხის ქვეშ დააყენონ და მიიღონ რუსული კანონპროექტი - მისი განხილვაში შემოტანაც მძიმე დაღს დაასვამს ქვეყნის ევროპულ მომავალს

კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ადასტურებს იმას, რომ მზად არიან საქართველოს ევროინტეგრაცია საფრთხის ქვეშ დააყენონ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ე.წ. „აგენტების შესახებ“ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის განსახილველად შემოტანაც პრობლემებს შექმნის ევროინტეგრაციის გზაზე.

"მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" ყველანაირად ცდილობს ადამიანებს თითქოს უფრო ლმობიერი გზა აჩვენოს ამ კანონთან მიმართებით, ფაქტი არის ერთი, ჩვენ გვაქვს საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები და დღეს ელჩების ვიზიტიც ამის დასტური იყო, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროკავშირის განცხადება, კერძოდ, ბორელის პრესსპიკერის, გვახსოვს ყველას, რომ საქართველოში რუსული კანონპროექტების კანონად ქცევა ძალიან სერიოზულ შეფერხებას გამოიწვევს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის. ეს სიტყვები მეორდება პრაქტიკულად ყველა განცხადებაში. მე ვიცი ჩვენი ელჩების პოზიცია და ჩვენი პარტნიორების და ეს სრულად ემთხვევა იმ განცხადებებს, რომელსაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვისმენთ. მათ შორის პირველი მოსმენით მიღება ადასტურებს იმას, რომ ისინი მზად არიან საქართველოს ევროინტეგრაცია საფრთხის ქვეშ დააყენონ და მიიღონ ის კანონპროექტი, რომელიც არის რუსული, ხელს უწყობს საზოგადოების სტიგმატიზაციას და ყველა იმ ადამიანის მარტო დარჩენას, ვინც დახმარებას იღებს საერთაშორისო ფონდებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. ამიტომ ეს კანონპროექტი ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ სულისკვეთებას, ამიტომ მისი განხილვაში შემოტანაც მძიმე დაღს დაასვამს ჩვენს ევროპულ მომავალს",- განაცხადა დეკანოიძემ.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს