ხატია დეკანოიძე - იოსელიანთან, როგორც ადამიანთან, კოლეგასთან, მეგობართან კითხვები არ მაქვს - მნიშვნელოვანი იქნება მკაფიო პასუხები რუსულ კანონპროექტებზე, სააკაშვილის ტრანსფერზე, გვარამიას საკითხსა და უმცირესობებზე

ლევან იოსელიანთან, როგორც ადამიანთან, კოლეგასთან, მეგობართან კითხვები არ მაქვს - მნიშვნელოვანი იქნება მკაფიო პასუხები რუსულ კანონპროექტებზე, სააკაშვილის ტრანსფერზე, გვარამიას საკითხსა და უმცირესობების დაცვაზე, - ასე პასუხობს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ხატია დეკანოიძე კითხვას, დაუჭერს თუ არა ლევან იოსელიანს მხარს ომბუდსმენის პოსტზე.

მისი თქმით, მკაფიო პასუხები მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ მძიმე პოლიტიკურ ფონზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს.

"ლევანთან მიმართებით, როგორც კოლეგის, როგორც ადამიანის და როგორც მეგობრის, მათ შორის, მთელი ამ წლების განმავლობაში, მე ნამდვილად კითხვის ნიშნები არ მაქვს ამ კუთხით. რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სახალხო დამცველის პოსტზე, ჩემთვის პირადად და ძალიან ბევრი ადამიანისთვის დარწმუნებული ვარ, ასევე ფრაქციაში, ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგ კითხვებზე კონკრეტული პასუხების გაცემა, ეს არის ძალიან მკაფიო პოზიცია რუსულ კანონპროექტებთან მიმართებით, მიშას ჰუმანიტარულ ტრანსფერთან მიმართებით, გვარამიას საკითხთან მიმართებით და უმცირესობების დაცვასთან მიმართებით. ფრაქციის გარკვეული წევრების პოზიცია ვიცით და იმედი მაქვს, ფრაქციას ამაზე ერთიანი პოზიცია ექნება. ვფიქრობ მკვეთრი და მკაფიო პოზიციები უნდა იყოს ამ საკითხებთან დაკავშირებით, მე ადამიანურად და კოლეგიალურად ლევანთან არანაირი შეკითხვები არ მაქვს. მოცემულობა არის მძიმე, მძიმეა ის პოლიტიკური ფონი, რომელიც ქვეყანაშია და ვფიქრობ, მკაფიო პასუხები ჩვენთვის მნიშვნელოვანია",- განაცხადა დეკანოიძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ