განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმება განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე მოხდა.

ცენტრი აცხადებს, რომ აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებს შეუძლიათ, ისარგებლონ მობილობით და სწავლა გააგრძელონ მარნეულში არსებულ სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებების გარე ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, ასევე მონიტორინგს უწევს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების შესრულებას.

მოგახსენებთ, რომ 2023 წლის 27 თებერვლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე განიხილეს შპს დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის პირობების შემოწმების საკითხი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე საბჭოს გადაწყვეტილებით აღნიშნულ სკოლას გაუუქმდა ავტორიზაცია.

განათლების მიღების შესაძლებლობის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს შეუძლიათ, ისარგებლონ მობილობით და სწავლა გააგრძელონ ქ. მარნეულში არსებულ სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა მშობლებისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია ქ.მარნეულში დღეისათვის არსებული ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაკანტური ადგილების შესახებ.

მოსწავლეთა მობილობის პროცესის ხელშეწყობის მიზნით საბჭოს გადაწყვეტილება შპს დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე ძალაში შედის 2023 წლის 8 მარტიდან.

შპს დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე საბჭოს სხდომის ოქმი, დასკვნა და შესაბამისი გადაწყვეტილება საჯარო გახდება და გამოქვეყნდება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.eqe.ge კანონით დადგენილ ვადაში, საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღეში”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა