„საქართველოს ფოსტას“, კასპის მერიასა და კასპის მერიის „ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

1-ელ მარტს, სოფელ ხოვლეში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლ - მუზეუმში, საქართველოს ფოსტას, კასპის მუნიციპალიტეტის მერიასა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის „ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

„საქართველოს ფოსტის“ ინფორმაციით, გაყიდვაში გაეშვა საფოსტო მარკა „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებულები - 100 წელი“, ნომინალით 2+1.

„მემორანდუმი მიზნად ისახავს, საფოსტო მარკის რეალიზაციიდან შემოსული თანხის, კასპის მუნიციპალიტეტისათვის გადარიცხვას, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას მოხმარდება.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანების“ დირექტორმა ეთერ ჩადუნელმა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა