დათო ევგენიძე - საქართველო ბუნებით მასპინძელი ქვეყანაა, ITB Berlin-ის გამოფენაზეც ეს ექსკლუზივი ჩვენია

გერმანიაში ITB 2023-ის ტურისტულ გამოფენას საქართველო გრანდიოზული გალაკონცერტით გახსნის.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ათასობით სტუმარი ქართულ ფოლკლორს, ელექტრონულ მუსიკალურ კომპოზიციებს, ეთნო ჯაზს, ოპერასა და ეროვნულ ბალეტს, ტრადიციულ და თანამედროვე ელემენტებისგან შემდგარ ცეკვებს და სიმღერებს გაეცნობა. ბერლინში მაყურებლის წინაშე მსოფლიოში ცნობილი ქართველი ვარსკვლავები წარდგებიან.

„უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველო ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანაა. მსოფლიო ტურიზმის გამოფენაზე უმსხვილესი კომპანიები წარმოდგენილი იქნება. საქართველო თავის ბუნებითაც მასპინძელი ქვეყანაა, მაგრამ აქ ექსკლუზიურად - პლუს მართლა მასპინძელ ქვეყნად ვართ დასახელებული, სადაც ჩვენი საოცარი კულტურა, ქართული ხალხური კულტურა და ჩვენი კლასიკოსები წარდგენილი იქნებიან. სპეციალურად შევარჩიეთ ცნობილი ტანო-ტატანო, ყველასთვის ცნობილი ლექსი იმ ქართული პოეზიის ნაწილი, რასაც ქართული ენის დღესასწაული ჰქვია, თან რითმითაც თოთხმეტ-მერვედზეა, რაც ქართული ცეკვების რითმებსაც აერთიანებს. მსოფლიო მსმენელს და მაყურებელს ამ ეთნო ჯაზს შევთავაზებთ“, - აცხადებს დათო ევგენიძე.

ცნობისთვის, ITB Berlin 2023-ზე საქართველო წელს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა“.

2019 წელს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესს ტურისტულ გამოფენას 181 ქვეყნიდან 160 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. გამოფენას საერთაშორისო მედიის 5 ათასამდე წარმომადგენელი აშუქებდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან