მოლდოვის პრემიერ-მინისტრი - რუსეთს არ შეუძლია მოლდოვაში სამხედრო გზით შეჭრა

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი დორინ რეჩანი მიიჩნევს, რომ დღესდღეობით მოლდოვაში რუსეთის შეჭრის შანსი ძალიან მცირეა. ამის შესახებ რეჩანმა რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე რუსეთის ორ ფრონტზე ერთობლივად ბრძოლის რესურსები არ აქვს.

„რუსეთს არ ეყოფა რესურსები ვითარების ესკალაციისთვის. გასაგებია ასევე ისიც, რომ რუსეთს არ შეუძლია მოლდოვაში სამხედრო გზით შეჭრა. მეორე მხრივ, მოლდოვას აქვს საკმარისი პოტენციალი, რათა გაუმკლავდეს შესაძლო ესკალაციას დნესტრისპირეთში. კრემლი ისევ აწარმოებს ჰიბრიდულ და ინფორმაციულ ომს, ის დაკავებულია პროპაგანდით და დეზინფორმაციით. რუსეთი წარმატების მიღწევას ვერ შეძლებს“, - განაცხადა პრემიერმა.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში