ქვეყანაში საექთნო საქმის განვითარების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროსა და EBRD-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმში გაწერილია ის მექანიზმები და საჭიროებები, რაც ხელს შეუწყობს, ქვეყანაში საექთნო საქმის პროფესიული სტანდარტების დანერგვას და შექმნის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს. დოკუმენტის მიხედვით, დადგინდება პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტები, შეიქმნება მოკლევადიანი, უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა, ასევე შესაბამისი ტესტირებისა და საგამოცდო პროგრამები.

„დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა მოაწერეს. მისი განცხადებით, თანამშრომლობის მიზანი საექთნო სასწავლო გეგმის გაუმჯობესება და ამ პროფესიის მიმართ ინტერესის გაზრდაა.

საქართველოში, საექთნო პროფესიის განვითარების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს (EBRD) შორისაც გაფორმდა. როგორც USAID-ის მისიის დირექტორმა ჯონ პენელმა აღნიშნა თანამშრომლების მიზანი ექთანთა უნარების, კვალიფიკაციის კიდევ უფრო განვითარება და საექთნო სექტორის გაძლიერებაა.

ღონისძიებაში მონაწილეობა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ, USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ხელმძღვანელმა დევიდ ბლოდმა და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თამარ ქიტიაშვილმა მიიღეს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი