„ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი - ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი მძვინვარედ იგერიებს ბახმუტში თავდასხმებს

რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, უკრაინელები ბახმუტისთვის „მძვინვარედ“ იბრძვიან.

„ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი მძვინვარედ იგერიებს თავდასხმებს. სისხლისღვრა ყოველდღიურად მატულობს", - აღნიშნა პრიგოჟინმა.

მისი თქმით, წინსვლისთვის საჭირო საბრძოლო მასალა არ აქვთ.

„იმედი მაქვს, სისტემა მალე დაიწყებს ფუნქციონირებას და რეგულარულად მივიღებთ საბრძოლო მასალას“, - აღნიშნა პრიგოჟინმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირაა ბახმუტისთვის სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს. უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურმა, გენერალ ალექსანდრე სირსკიმ ორი დღის წინ განაცხადა, რომ ქალაქის გარშემო ვითარება უკიდურესად დაძაბულია. „მიუხედავად მნიშვნელოვანი დანაკარგებისა, მტერმა იქ „ვაგნერის“ ყველაზე კარგად მომზადებული თავდასხმის ქვედანაყოფები გადაისროლა, რომლებიც ცდილობენ გაარღვიონ ჩვენი ჯარების თავდაცვა და ალყა შემოარტყან ჩვენს ქალაქს“, - აღნიშნა უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურმა.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს