თბილისის მერია პროგრამაზე „ისწავლე და დასაქმდი“ რეგისტრაციას აცხადებს

თბილისის მერია პროგრამაზე "ისწავლე და დასაქმდი" რეგისტრაციას აცხადებს. დედაქალაქის მერიის ცნობით, რეგისტრაციის პროცესი დღეს დაიწყება და 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო სასწავლო პროცესი 20 მარტს დაიწყება.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროგრამაში 1500-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთვება, ხოლო 2023-2025 წლებში 10 000 მოქალაქის ჩართვაადაგეგმილი.

„პროგრამით დაინტერესებული მოქალაქეების ელექტრონული რეგისტრაციისთვის, ინფორმირების და კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით ფუნქციონირებს ელექტრონული პლატფორმა: www.dasakmdi.ge. როგორც თბილისის მერიაში აღნიშნავენ, შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაცია და მინიმალური ასაკი 18 წელი.

პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი თითოეულ სპეციალობაზე. სწავლის ხანგრძლივობა არის ორი-სამი თვე. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს", - აღნიშნავენ თბილისის მერიაში.

მათივე ინფორმაციით, პროგრამა თბილისში მოქმედი პროფესიული სახელმწიფო კოლეჯების და სასწავლო ცენტრების ბაზაზე და კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით ხორციელდება.

„პროგრამაში წარმოდგენილია სამშენებლო, საინჟინრო, ინფორმაციული ტექნოლოგიების, დიზაინის, სურსათის ტექნოლოგიების, ტურიზმის, მომსახურების, საფინანსო, ტრანსპორტის, ვეტერინარიის და ჯანმრთელობის დაცვის სფეროებიდან 50-მდე პროფესიული სპეციალობა“, - განმარტავენ თბილისის მერიაში.

ცნობისთვის, თბილისის მერიის მუნიციპალური პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ 2018 წელს ამოქმედდა. პროექტის მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების თბილისის შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიულ სპეციალობებში მოკლევადიანი კურსების მეშვეობით მომზადება/გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან