„სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული მედიკამენტები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა.

სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში შემოვიდა საქართველოს 2 მოქალაქე ნ.ვ. და ხ.გ. აღნიშნული მოქალაქეების, ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური და ბარგის, დათვალიერების შედეგად, 608 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი მეტადონი და 112 კაფსულა პრეგაბალინის შემცველი ფსიქოტროპული საშუალება (აღნიშნული აკრძალული მედიკამენტები სპეციალურ შეფუთვებში იყო დაფასოებული) აღმოაჩინეს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს