ზურაბ ჯაფარიძე - ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს უნდა ვაჩვენოთ რა არის ამ ქვეყნის მოქალაქეების ნება და რომ ის დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაცხადებული კურსისგან განსხვავდება

ხელისუფლება „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტს მაღალი ალბათობით მხარს დაუჭერს, ამიტომ, ერთ-ერთი გზა მოვიფიქრეთ, ხელისუფლების გვერდის ავლით საქართველოს მოსახლეობის ხმა რაღაცნაირად მივაწვდინოთ იმ ინსტიტუტებს, რომელთა ხელშიც არის გადაწყვეტილების მიღება წლის ბოლოს, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს არის მილიონი ხელმოწერის შეგროვება, - ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარემ, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა ახალი კამპანიის „მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის“ წამოწყების მნიშვნელობაზე.

მისი თქმით, ახლა ისტორიული მომენტია, როდესაც ქვეყანას არჩევანი აქვს გასაკეთებელი.

ჯაფარიძის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსზე წლის ბოლოს ყველა ველოდებით მორიგ გადაწყვეტილებას და იმის გათვალისწინებით, როგორც იქცევა დღევანდელი საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება ამ სტატუსის მიღების შანსი დღითიდღე კლებულობს.

„მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ყველა დასავლელი ინსტიტუტის და ლიდერისგან წამოვიდა კრიტიკა და პირდაპირ, სიტყვასიტყვით გვეუბნებიან, რომ თუ ამ კანონპროექტს მიიღებს დღევანდელი ხელისუფლება ეს იქნება უარის თქმა ევროკავშირის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ხელისუფლება მაინც აგრძელებს ამ კანონპროექტის განხილვას და მაღალი ალბათობით მაინც დაუჭერს მხარს. ამიტომ, ჩვენ, ერთ-ერთი გზა, რაც მოვიფიქრეთ არის ის, რომ ხელისუფლების გვერდის ავლით საქართველოს მოსახლეობის ხმა რაღაცნაირად მივაწვდინოთ იმ ინსტიტუტებს, რომელთა ხელშიც არის გადაწყვეტილების მიღება წლის ბოლოს, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს არის მილიონი ხელმოწერის შეგროვება. ეს არ არის პარტიული ინიციატივა, აქ ჩართულია უამრავი ადამიანი და ჩვენი სურვილია, რომ ჩაერთოს ფართო საზოგადოება, ეს იქნებ სამოქალაქო სექტორი, მედია, პოლიტიკური პარტიები, თუ სხვა. ყველას გასაკეთებელი და ყველას საქმეა ის, რომ წლის ბოლომდე, ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებში სანამ სტატუსის საკითხის განხილვა იქნება, ჩვენ იქ, ჩავიტანოთ საქართველოს მოქალაქეების, რაც შეიძლება მეტი ხელმოწერა და ვაჩვენოთ მათ, რეალურად, რა არის ამ ქვეყნის მოქალაქეების ნება და რომ ის განსხვავდება დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაცხადებული კურსისგან“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს