ირაკლი ქარქაშაძე - სურვილი გვაქვს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ეტაპობრივად განახლებად ენერგიაზე გადავიდეს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, „საქართველოს მთავრობასა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) შორის „მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვის პროექტის“ ფარგლებში 2 ერთეული PRIUS PLUGIN 1.8PV გადმოეცა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, ეკომეგობრული ავტომობილები თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების ოპერირებას მოხმარდება.

ავტომობილების გადაცემის ცერემონიალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე გაიმართა, რომელიც, ასევე, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) დახმარებით მზის პანელებითაა აღჭურვილი.

„მსურს, მადლობა გადავუხადო იაპონელ ხალხს და საქართველოში იაპონიის საელჩოს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ მათგან. დღეს გადმოგვეცა 2 ელექტრომობილი, რომელიც არის JAICA-ს განახლებადი ენერგიის წარმოების პროექტის გაგრძელება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სწორედ იაპონიის დახმარებით მარაგდება განახლებადი ელექტროენერგიით. ელექტრომობილებს ჩვენ გამოვიყენებთ აეროპორტების ოპერირების საჭიროებისთვის. მათ შორის გავაგზავნით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. სურვილი გვაქვს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ეტაპობრივად გადავიდეს განახლებად ენერგიაზე“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პროექტი ქვეყანაში გარემოს დაცვას ემსახურება და მისი სრულყოფაში მოყვანით საქართველოს საავიაციო ინდუსტრია ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდება.

„ღონისძიებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კახა ქარჩხაძე ესწრებოდნენ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი „მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვის პროექტის“ ერთ-ერთი ბენეფიციარია და Jaica-სგან ერთი ერთეული PRIUS PLUGIN 1.8PV გადაეცა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა