კახა კალაძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე - მივესალმები, იმიტომ, რომ აქ საუბარია გამჭვირვალობაზე, არაფერი არის პრობლემა - თუ აშშ-ში კარგად მუშაობს, საქართველოში რატომ იქნება ცუდი, ამ არგუმენტებს ვერ ვისმენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ პარტია „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მიესალმება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არის მცდელობა, რომ ეს კანონპროექტი "შეფუთონ", როგორც რუსული.

„მე მივესალმები აღნიშნულ კანონპროექტს იმიტომ, რომ აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობაზე, არაფერი არის პრობლემა. მთელი რიგი ქვეყნები შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, სადაც ასეთი კანონპროექტი მუშაობს და პრობლემა არ შექმნილა. დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც არანაირი პრობლემა არ იქნება. მაგალისთისვის, კანონპროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი, დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ, თუ რამხელა სიმძიმე აქვს აშშ-ში აღნიშნულ კანონპროექტს და როგორია ის კანონპროექტი, რომელსაც საქართველოში ვიღებთ. ასევე, საინტერესოა ის, რომ ძალიან ბევრ განცხადებას ვისმენთ ბოლო დღეებში, თუმცა სიღრმეში არავინ შედის, ყველა ზედაპირულად საუბრობს. მცდელობაა იმის, რომ შეიფუთოს აღნიშნული კანონპროექტი, როგორც რუსული. შლეიფი მოსდევს, რომ რუსული კანონპროექტია, სინამდვილეში არავინ არ ხსნის რატომაა რუსული, რით განსხვავდება მაგალითად, ამერიკული კანონპროექტისგან. თუ აშშ-ში კარგად მუშაობს, საქართველოში რატომ ვერ იმუშავებს, რატომ იქნება ცუდი, ამ არგუმენტებს პირადად ვერ ვისმენ და დარწმუნებული ვარ, არც საზოგადოებას მოუსმენია. ერთადერთი რაც არის, საუბარია იმაზე, რომ ეს არის რუსული კანონპროექტი. რუსულთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ კანონპროექტს და დარწმუნებული ვარ, დანარჩენი მსჯელობა პარლამენტში გაგრძელდება", - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, შეიძლება იყვნენ საქართველოს არაკეთილმოსურნე ქვეყნები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებდნენ და ამან სამომავლოდ პრობლემა შექმნას.

"რატომ წუხან ეს ადამიანები, როცა ელემენტარულ გამჭვირვალობაზეა საუბარი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი, თუ რომელი ორგანიზაცია საიდან და როგორ ფინანსდება. ძალიან მარტივია, არაფერი განსაკუთრებული",-განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კრიტიკას, კახა კალაძის თქმით, ის დასაბუთებული და არგუმენტირებული უნდა იყოს.

"როდესაც რაღაცაზე ამბობ, რომ ცუდია, მას დასაბუთება სჭირდება. უბრალოდ, შეფუთო ეს კანონპროექტი და საზოგადოებას მიუგდო ისე, რომ ეს არის რუსული კანონპროექტი, სიღრმეში და მსჯელობაში არ შეხვიდე, კატეგორიულად მიუღებელია. რატომაა რუსული და რატომ იქნება ცუდი, ხომ უნდა ავუხსნათ ეს საზოგადოებას?!",-განაცხადა კალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა