გიორგი ვაშაძე - პირდაპირ ვამბობ, ომბუდსმენის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას არც ერთ შემთხვევაში მხარს არ დავუჭერ - ვფიქრობ, მან კანდიდატურა უნდა მოხსნას

პირდაპირ ვამბობ, რომ მე ომბუდსმენის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას არც ერთ შემთხვევაში არ დავუჭერ მხარს. ვფიქრობ, მან კანდიდატურა უნდა მოხსნას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველობის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურის წარდგენა, მიზნად ე.წ. აგენტების კანონპროექტების საკითხის გადაფარვას ისახავს.

„როცა პარლამენტში რუსული კანონი იხილება, თუ შენ ოპოზიცია გქვია, არ შეიძლება შენი კანდიდატურა დააყენო ომბუდსმენის პოსტზე. მით უმეტეს, რომ უფლებადაცვითი საქმიანობა თითქმის არ განგიხორციელებია, ყოველ შემთხვევაში, ის საქმიანობა, რომელსაც სახალხო დამცველის კანდიდატურა მოითხოვს. ერთი მხრივ, რუსული კანონი იხილება და მეორე მხრივ, შენს კანდიდატურას აყენებ იმისთვის, რომ რუსული კანონის საკითხი როგორმე „ქართულ ოცნებას“ გადააფარვინო, ვფიქრობ, რომ არის ძალიან ცუდი ქმედება. მე იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანი ამას გაიაზრებს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა