ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთ-უკრაინის ომი ლაკმუსის ტესტია ევროპული სანდოობისთვის - სასწორზე გაცილებით მეტი დევს, ვიდრე მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტი

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის, ვოპკე ჰუკსტრას განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომი ნიდერლანდების, ევროპული და გლობალური სანდოობისთვის "ლაკმუსის ტესტია".

„აქ სასწორზე გაცილებით მეტი დევს, ვიდრე მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტი. სასწორზე დევს უნივერსალური ღირებულებები, ევროპული უსაფრთხოება და ზოგადად, უსაფრთხოება. ეს ომი ნიდერლანდების, ევროპული და გლობალური სანდოობისთვის ლაკმუსის ტესტია“, - აღნიშნა ვოპკე ჰუკსტრამ ჟურნალისტებს ნიუ-დელიში, „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების ფარგლებში.

ვოპკე ჰუკსტრამ განაცხადა, რომ ნიდერლანდები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას გრძელვადიან პერსპექტივაში და დასძინა, რომ ომი შეიძლება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს.

”გაითვალისწინეთ, რომ რუსები ცხრა წლის განმავლობაში აწარმოებდნენ ომს ავღანეთში, ათწლეულების განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპაში. რეალობა შეიძლება იყოს ის, რომ ომი ჩვენთან ძალიან დიდხანს დარჩეს,“- აღნიშნა ნიდერლანდების საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება