პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თამაზ სეფერთელაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სახალხო არტისტის, „ცისფერი ტრიოს" სოლისტისა და ერთ-ერთი დამფუძნებლის, თამაზ სეფერთელაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური თამაზ სეფერთელაძის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს უსამძიმრებს.

„მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტის, ლეგენდარული „ცისფერი ტრიოს" სოლისტისა და ერთ-ერთი დამფუძნებლის, თამაზ სეფერთელაძის გარდაცვალების გამო. განსაკუთრებული ნიჭისა და მრავალხმიანი სიმღერის დიდი სიყვარულის წყალობით თამაზ სეფერთელაძემ ქართულ სამუსიკო კულტურაში გამორჩეული კვალი დატოვა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს", - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში