საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი - საქართველოში სამუშაო ძალის და კვალიფიციური კადრების დეფიციტია

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, საქართველოში სამუშაო ძალის და კვალიფიციური კადრების დეფიციტია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მიმართულებით ბიზნესი და სახელმწიფო ერთობლივად უნდა მუშაობდნენ.

„ძალიან საინტერესო ვითარება გვაქვს ახლა ქვეყანაში, ხშირად გაიგებთ- „მინდა სამსახური და ვერ ვშოულობ“. როცა ბიზნესს ვეკითხებით, რა არის მთავარი პრობლემა, ნომერ პირველი არის სამუშაო ძალის დეფიციტი და მეორე, კვალიფიციური კადრების. ეს არის ის ვითარება, რაც დღეს ბიზნესს აწუხებს. რასაკვირველია, სახელმწიფომ ბევრი უნდა გააკეთოს ბიზნესთან ერთად, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს კვალიფიციური განათლება. პროფესიულ სასწავლებლებში ადამიანების გაშვების შემდეგ, თბილისის მუნიციპალიტეტის პროგრამით ადამიანები მოკლევადიანი კურსის გავლის დასასრულს მიიღებენ იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც მათ დასასაქმებლად გამოადგებათ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ჩვენ ძალიან ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსა და პროფესიული უნარების განვითარების სააგენტოსთან. ნებისმიერ ბიზნესს რომ ჰკითხოთ საქართველოში, სულ გვაქვს კადრების ქრონიკული დეფიციტი, როგორც სამუშაო ძალის, ასევე კვალიფიციური კადრების. საბოლოოდ, ბიზნესმენებს ყველაზე მეტად გვინდა, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია ჩავდოთ ჩვენს ქვეყანაში, რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ და სახელმწიფო ამაში უნდა გვეხმარებოდეს“, - განაცხადა ფხაკაძემ.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები