„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ბიზნესშეხვედრა გაიმართა

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ბიზნესშეხვედრა - აგრო სექტორის შესაძლებლობები და გამოწვევები გაიმართა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „საქართველოს ბანკი“ აქტიურადაა ჩართული აგრო სექტორის განვითარებასა და გაძლიერებაში. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, აგრომიმართულებით მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, აგრო სექტორის შესაძლებლობები და გამოწვევები - მრავალწლოვანი კულტურების მიმართულებით განიხილეს.

შეხვედრაზე „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა, ალექსანდრე მელქაძემ აგრომიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა.

„გალთ & თაგარტის“ უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა, მარიამ ჩახვაშვილმა კი დამსწრე საზოგადოებას ბაზრის ტენდენციებზე კვლევა წარუდგინა.

ღონისძიების მეორე ნაწილი პანელურ დისკუსიას დაეთმო, სადაც სოფლის განვითარების ფონდის, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის, ნუშისა და კაკლის ასოციაციის, ასევე, ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებმა მრავალწლოვანი კულტურების ჭრილში გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის წარმომადგენლებს მივაწოდოთ მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია. მთავარი გამოწვევაც იმაში მდგომარეობს, რომ ამ მიმართულებით ნაკლები ცოდნა არსებობს. შესაბამისად, ჩვენც სხვადასხვა კომპანიებთან ვპარტნიორობთ, რომლებსაც მეტი გამოცდილება აქვთ, რათა ჩვენს მომხმარებლებს გაუწიონ კვალიფიციური კონსულტაცია. სწორედ ამიტომ, ჩვენი მხარდაჭერით აგრო სექტორის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე არაერთ ღონისძიებას ვატარებთ. აღნიშნული შეხვედრაც მათთვის იყო, ვინც მრავალწლოვანი კულტურების ინვესტიციითაა დაინტერესებული. მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პირადად გასაუბრებოდნენ სექტორის წარმომადგენლებს და მიეღოთ პასუხი მათთვის საინტერესო შეკითხვებზე“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ აგრო პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი, ალექსანდრე მელქაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა