რეგულირების სააგენტომ, ბოლო 3 წელში, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 79 პაციენტის საქმის შესწავლა დაიწყო - 5 პაციენტის საქმეზე, 18 ექიმ-სპეციალისტს პროფესიული პასუხისმგებლობა განესაზღვრა

რეგულირების სააგენტომ, ბოლო 3 წელში, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 79 პაციენტის საქმის შესწავლა დაიწყო- 5 პაციენტის საქმეზე, 18 ექიმ-სპეციალისტს პროფესიული პასუხისმგებლობა განესაზღვრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს, 2 ექიმ-სპეციალისტს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება 1 თვის ვადით; 16 ექიმ-სპეციალისტს კი „წერილობითი გაფრთხილება“ მიეცა.

„2020 წელს დაწყებულ იქნა 13 სამედიცინო შემთხვევის შესწავლა;

- 2021 წელს - 36 სამედიცინო შემთხვევის შესწავლა;

- 2022 წელს - 30 სამედიცინო შემთხვევის შესწავლა.

დასრულებულია 10 შემთხვევის შესწავლა, საიდანაც 5 შემთხვევაში, გამოვლინდა ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობა და აღნიშნული საკითხები განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ.

საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 ექიმ-სპეციალისტს (დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტებს) განესაზღვრა სხვადასხვა ზომის პროფესიული პასუხისმგებლობა. მათ შორის, 2020 წლის 1 სამედიცინო შემთხვევაში, 2021 წლის 3 სამედიცინო შემთხვევაში, 2 ექიმ- სპეციალისტს შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება 1 თვის ვადით; 16 ექიმ- სპეციალისტს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება; 1 სამედიცინო შემთხვევის განხილვა გადაიდო (დამატებითი შესწავლის მიზნით)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა