გია ვოლსკი - რაც არ უნდა კეთილშობილი იყოს კანონის ტექსტი, თუ ხელისუფლება ვინმეს დასათრგუნად მოიხმარს, ექნება ის ხასიათი, რაც რუსეთში აქვს ამ კანონს, მაგრამ საფუძველი კელი დეგნანს და ევროკავშირს არ აქვს, ეს საქართველოს პერსპექტივაში განიხილოს

რაც არ უნდა კეთილშობილი იყოს კანონის ტექსტი, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, მოიხმაროს ვინმეს დასათრგუნად, მას ექნება ის ხასიათი, რაც რუსეთში გააჩნია ამ კანონს, მაგრამ არავითარი საფუძველი, არავის, არც კელი დეგნანს, არც ევროკავშირს არ აქვს იმისთვის, რომ ეს საქართველოს პერსპექტივაში განიხილოს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ე.წ. აგენტების თაობაზე პარლამენტში ინიცირებულ ორი კანონპროექტის თაობაზე საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, თუ ვინმეს შენიშვნები გააჩნია კანონპროექტში არსებულ ტერმინებსა და პათოსზე, შეუძლიათ ამაზე საკომიტეტო განხილვებზე ისაუბრონ.

„ჩვენს ქვეყანას დღეისათვის გამჭვირვალობის გარდა არაფერი ჭირდება, უბრალოდ ცოდნა იმისა, რომ არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან და ლაპარაკი არ არის მარტო დასავლეთის დაფინანსებულზე, გინდა რუსული დაფინანსების იყოს, გინდა სამხრეთიდან, გინდა აღმოსავლეთიდან ფინანსდებოდნენ, უნდა აკეთებდნენ თავის შემოსავლის დეკლარირებას.

სათაურის თემაზე, დასახელებაზე მსჯელობა არ ყოფილა, შინაარსთან დაკავშირებით არ არის არგუმენტირებული მოსაზრებები. არსებობს ევროკავშირის ექსპერტთა მაღალი დონის ჯგუფი, ამას ჰქვია ვენეციის კომისია, მათი შეფასება იქნება საგანგებოდ მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი, მაგრამ აშშ-მაც, ევროკავშირმაც, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ის მოსაზრება, თითქოს ამ კანონს შეუძლია რაიმე გავლენა მოახდინოს ჩვენს დამოკიდებულებაზე კონსტიტუციაში დაფიქსირებულ ჩვენ პოზიციაზე საგარეო კურსთან დაკავშირებით, ეს არის სიღრმისეული შეცდომა, ეს არასდროს შეიცვლება და კონსტიტუციაში ამის შემტანები ჩვენ ვართ და არა ის მარგინალური ჯგუფი, რომლებიც დღეს რევოლუციის მოწოდებით გამოდიან. რაც არ უნდა კეთილშობილი იყოს ტექსტი კანონისა, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს ის მოიხმაროს ვინმეს დასათრგუნად, ამას ექნება ის ხასიათი, რაც რუსეთში გააჩნია ამ კანონს, მაგრამ არავითარი საფუძველი, არავის, არც კელი დეგნანს, არც ევროკავშირს არ აქვს იმისთვის, რომ ეს საქართველოს პერსპექტივაში განიხილოს, საქართველოს, მისი ხელისუფლების ინტერესებში არ არის რაიმე დისონანსი შემოიტანოს. გასაკვირიც კია, თუ რატომ არ უნდათ ადამიანებს წარმოადგინონ ელემენტარული ხარჯი, რასაც გასწევენ. თუ ვინმეს რაიმე შეკითხვა და პრეტენზია აქვს სათაურთან, პათოსთან, კომიტეტებზე ამის განხილვა იმიტომ ხდება, რომ ეს წარმოადგინონ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას იწყებს. პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტი „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას რაც შეეხება „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს, აღნიშნული პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო