ძუძუს კიბოს კონტროლისა და შედეგების პოლიტიკის გაუმჯობესების საკითხებზე, ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

ძუძუს კიბოს კონტროლისა და შედეგების პოლიტიკის გაუმჯობესების საკითხებზე, ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ის შესაძლებლობები განხილეს, რაც საქართველოში ძუძუს კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკასა და ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებაზე იქნება ორიენტირებული.

ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ გახსნა.

მისი განცხადებით, მომზადდა რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც უახლოეს მომავალში, უწყების სტრატეგიულ გეგმებსა და პროგრამებში აისახება.

„ქართველი და უცხოელი ექსპერტების შექმნილი დოკუმენტი, ქვეყანაში, ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და სიკვდილიანობის შემცირებისთვის აუცილებელ სერვისებზე ეფექტურ წვდომას უზრუნველყოფს.

შეხვედრას პარლამენტის წევრები - ირმა ზავრადაშვილი და ნინო წილოსანი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები, ექსპერტები და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ,“ -აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა