ირაკლი ქადაგიშვილი - ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ ალბათ, უნდა მოუწოდოს მიხეილ სააკაშვილს, რომ თავი დაანებოს თვითდაზიანების პოლიტიკას

ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ ალბათ, უნდა მოუწოდოს მიხეილ სააკაშვილს, რომ თავი დაანებოს თვითდაზიანების პოლიტიკას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც Amnesty International-ისა და Human Rights Watch-ის ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, სააკაშვილის მკურნალობა და მისი ჯანმრთელობის ნორმალური კონდიცია მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა თავად საჭირო კალორიებს.

"მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა სახელმწიფოს მხრიდან სრულად უზრუნველყოფილია. ერთადერთი, რაც ალბათ, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ უნდა მოუწოდოს მიხეილ სააკაშვილს არის ის, რომ მან თავი დაანებოს კანონის უხეშად დარღვევას და თვითდაზიანების პოლიტიკის გატარებას. ეს არის ერთადერთი, რადგან მისი მკურნალობა და ჯანმრთელობის ნორმალურ კონდიციაში ყოფნა მხოლოდ და მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, შეწყვეტს თუ არა თვითდაზიანების პროცედურებს და მიიღებს თუ არა იმ სტანდარტულ კალორიებს, რაც ელემენტარულად ნორმალური ფუნქციონირებისთვის სჭირდება ადამიანს,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

Amnesty International-ისა და Human Rights Watch-ის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პატიმრობა არ უნდა ნიშნავდეს სასიკვდილო განაჩენს და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ნიშნით გათავისუფლება.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს