13 მარტიდან შემოსავლების სამსახურის ისანი-სამგორის  სერვისცენტრი  გადამხდელებს აღარ მოემსახურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განაგრძობს დისტანციური სერვისების გამოყენების ხელშეწყობას. 13 მარტიდან ისანი-სამგორის სერვისცენტრი გადამხდელებს აღარ მოემსახურება, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე განმარტებით, აღნიშნული ცვლილება შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების განვითარების 2019-2020 წლების, ასევე 2021-2024 წლის სტრატეგიისა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

„სწორედ, ელექტრონული მომსახურების ფართო მისაწვდომობის შედეგია, რომ ელექტრონული სერვისების მოხმარების მაჩვენებელი 86%-ით არის გაზრდილი.

შეგახსენებთ, რომ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან რეგისტრაციის შემთხვევაში, პირი გათავისუფლებულია გარკვეული საფასურის გადასახადისგან, ხოლო რიგ მომსახურებაზე მომხმარებელი განახევრებულ საფასურს იხდის.

იხილეთ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5247724?publication=0

გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2 299 299 (ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ - RS ჩათის მეშვეობით, ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge უკვე არსებული 452 ელექტრონული სერვისით.

ამასთან, გადასახადის გადამხდელებს მომსახურების მისაღებად შეუძლიათ ესტუმრონ თბილისში არსებულ გლდანი-ნაძალადევის (სარაჯიშვილის ქუჩა №1) სერვისცენტრს.

აღნიშნული ცვლილების შესახებ, 6 მარტიდან, გადასახადის გადამხდელთა ინფორმირება განხორციელდება, როგორც ავტორიზებული გვერდის საშუალებით ინფორმაციის მიწოდებით, ასევე სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ტელეფონებზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ციფრული მომსახურების ინოვაციური ინიციატივების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს“,- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა