დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის წარმომადგენელთა ინფორმაციით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სკოლას სემესტრის დასრულებამდე ფუნქციონირების უფლება არ მისცა

დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის წარმომადგენელთა ინფორმაციით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სკოლას სემესტრის დასრულებამდე ფუნქციონირების უფლება არ მისცა

დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმის წარმომადგენელთა ინფორმაციით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სკოლას სემესტრის დასრულებამდე ფუნქციონირების უფლება არ მისცა.

როგორც სკოლა-ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, უწყების წარმომადგენელმა მათ ურჩია, რომ სამართლებრივ გზას მიმართონ.

„მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო შეხვედრა იყო, ჩვენთვის სასურველი პასუხით ვერ ვიტყვით, რომ გამოვედით, თუმცა იმედი გვაქვს. ჩვენი დღევანდელი აქ მოსვლის მიზეზი და მშობლების მთავარი სათქმელი იყო ის, რომ სასწავლო წლის ბოლომდე ჩვენ მაინც უფლება ფუნქციონირების მოგვცენ. როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის წარმომადგენელმა აღნიშნა, თავად ამ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის, თუმცა, ინფორმაციას მათ გააცნობს. მან გვირჩია სამართლებრივ გზას მივმართოთ. ბავშვებმა თავიან სკოლაში სწავლა უნდა დაასრულონ, ვფიქრობ, ეს სამართლიანი მოთხოვნაა”, - განაცხადა სკოლის დირექტორის მოადგილემ, ლამზირა ხუნდაძემ.

მარნეულის სკოლის ერთ-ერთი პედაგოგის თქმით, სასამართლოში სარჩელის შეტანით პროცესები გაიწელება და ამ დროს ბავშვები განათლების მიღების გარეშე დარჩებიან.

„ჩვენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის წარმომადგენელს შევხდით და რეკომენდაცია მოგვცეს, რომ ჩვენ სასამართლოში დანარჩენი პროცესები გაგვეგრძელებინა, მაგრამ სასწავლო წლის დასრულებამდე 4 თვე დაგვრჩა და ამ ოთხ თვეში ეს პროცესები თითქმის ერთი თვე მაინც გაიწელება. ჩვენ ამ დროს ბავშვები გვყავს, რომლებიც ამ სკოლაში სემესტრის დასრულებას ითხოვენ. ჩვენ 30 - მდე პედაგოგი გვყავს, რომელიც სამსახურის გარეშე რჩება და ამ სასამართლო პროცესებს დრო, ხომ სჭირდება. ჩვენ სასამართლოში, რომ სარჩელი შევიტანოთ პროცესები გაიწელება, ამ დროს ბავშვები სად წავლენ? - ასეთი კითხვა გვაქვს. როგორც გვითხრეს, ჩვენს მიერ შეტანილ განცხადებას განიხილავენ და თუ ჩვენს მიმართ დადებითი გადაწყვეტილება არ წამოვიდაო შეგიძლიათ სასამართლოში გაასაჩივროთო”, - განაცხადა ხათუნა კოსიაშვილმა.