ლევან ბეჟაშვილი - ვხედავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სამარცხვინოდ ჩახერგა დარბაზში შესასვლელი - არ უნდათ ის დისკომფორტი შეიქმნან, რაც ამ განხილვას შეიძლება მოჰყვეს

ვხედავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სამარცხვინოდ ჩახერგა დარბაზში შესასვლელი, არ უნდათ ის დისკომფორტი შეიქმნან, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ განხილვას,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კომიტეტის სხდომაზე შესვლის შესაძლებლობას არავის აძლევენ.

„ვხედავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ" სამარცხვინოდ ჩახერგა დარბაზში შესასვლელი. არავის აძლევენ კომიტეტის სხდომაზე შესვლის შესაძლებლობას. საუბარია, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებზე, ჟურნალისტებზე. ნახეთ, როგორი პიკეტები მოაწყვეს, შეუძლებელია შესვლა მაშინ, როდესაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერებით გავსებულია დარბაზი. არ უნდათ ის დისკომფორტი შეიქმნან, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ განხილვას“, - აღნიშნავს ბეჟაშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტში, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს ფიზიკური შეხლა-შემოხლაა. ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც აღნიშნული კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს არ უშვებენ. პარლამენტში მისული მოქალაქეები საკომიტეტო სხდომათა დარბაზში შესვლას ითხოვენ და ფიზიკური დაპირისპირება სწორედ ამას მოჰყვა. მათ სცადეს, რომ მანდატურის სამსახურის კორდონი ძალის გამოყენებით გაერღვიათ.

ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა თავდაპირველად პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში იყო დანიშნული, თუმცა საკომიტეტო მოსმენის ადგილი შეიცვალა. ახლა სხდომა ჟიული შარტავას დარბაზში უნდა ჩატარდეს, რომელიც უფრო პატარა ზომისაა და გაცილებით ნაკლები ადამიანი ეტევა, ვიდრე პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში