გიორგი მუმლაძის განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი რუსული მეთოდებით სახელმწიფოს მიტაცების კლასიკური მაგალითია

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ყოფილი კანდიდატის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი რუსული მეთოდებით სახელმწიფოს მიტაცების კლასიკური მაგალითია. როგორც მან პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ კანონპროექტის მიღება ქვეყანაში რუსული გავლენების დაკანონებას ნიშნავს.

ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი სრულ ლუსტრაციაზე გადავიდა. კერძოდ, მათ სურთ, მთლიანად მოასუფთაონ კრიტიკული აზრი და რუსული ავტორიტარიზმი გაგვიფორმონ ფორმალურადაც, ეს არის ამ კანონის მიღების მთავარი მიზანი. ის ფორმა, რითაც ხდება ახლა განხილვა, ეს არის კატასტროფა. საჯაროობის პრინციპი თავიდან ბოლომდე დარღვეულია. ეს არის რუსული მეთოდებით სახელმწიფოს მიტაცების კლასიკური მაგალითი. ჩემი აქ მოსვლის მიზანია პროტესტი. მივმართავ ნებისმიერ მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყანაში თავისუფლად ცხოვრება, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, საქართველომ იცხოვროს, როგორც ევროპული ღირებულებების მქონე სახელმწიფომ, უნდა შევეწინააღმდეგოთ ყველა შესაძლებლობით ამ კანონს. ამ კანონის მიღება ნიშნავს ქვეყანაში რუსული გავლენების დაკანონებას, რომელიც პრაქტიკულად, ჩვენი შვილების მომავალს მოკლავს და საქართველოს ევროინტეგრაციის გზას დაასრულებს“,-განაცხადა მუმლაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები „ხალხის ძალის“ წევრებს მიმართავენ სიტყვებით „პუტინისტებო“, „მონებო“. ისინი პროტესტს მაგიდაზე ხელების დარტყმით გამოხატავენ და სკანდირებენ: „არა რუსულ კანონს“.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს