ლევან ცუცქირიძე - გეგმა არის წინააღმდეგობა! ეს წინააღმდეგობა გაგრძელდება არამარტო პარლამენტში, არამედ ყველგან

ლევან ცუცქირიძე - გეგმა არის წინააღმდეგობა! ეს წინააღმდეგობა გაგრძელდება არამარტო პარლამენტში, არამედ ყველგან

გეგმა არის წინააღმდეგობა! ეს წინააღმდეგობა გაგრძელდება არამარტო პარლამენტში, არამედ ყველგან. თავისუფლებაზე შეტევა იმდენ კოცონს აანთებს ამ ქვეყანაში, რომ ყველას დაწვავს, ვინც თავისუფლების წინააღმდეგ იქნება,- ამის შესახებ EECMD-ს ხელმძღვანელმა და "საქართველოს ევროპული პლატფორმის" თანადამფუძნებელმა, ლევან ცუცქირიძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი ძალა ცდილობს საქართველოში დიქტატურა დაამყაროს.

„პრორუსული კანონპროექტი გააქვთ კომიტეტზე განსახილველად, რომელზე დასასწრებადაც არ უშვებენ იმ ადამიანებს, რომლებიც ვაკრიტიკებთ და ვეწინააღმდეგებით, მიუხედავად იმისა, რომ ამის სრული უფლება გვაქვს!

„ხალხის ძალის“ წარმომადგენლები ჩუმად და მოულოდნელად შეუშვეს. ეს არასამთავრობოების და მედიის პრობლემა კი არ არის, ეს არის ამ ხალხის მცდელობა, რომ საქართველოში დაამყარონ დიქტატურა, მოსპონ თავისუფლების კუნძულები. თუ არ გინდათ, რომ ეს მოხდეს, იყავით ჩვენს გვერდით. გეგმა არის წინააღმდეგობა ყველგან. ეს წინააღმდეგობა გაგრძელდება არამარტო პარლამენტში, არამედ ყველგან. თავისუფლებაზე შეტევა იმდენ კოცონს აანთებს ამ ქვეყანაში, რომ ყველას დაწვავს, ვინც თავისუფლების წინააღმდეგ იქნება“,- აღნიშნავს ცუცქირიძე.