USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მხარდაჭერით მცირე მეწარმეებისთვის ტრენინგები გაიმართა

განათლების განვითარების დასაქმების ცენტრმა (EDEC), ქალაქ ფოთში მცხოვრები მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს წარმომადგენლებისთვის, თემებზე „მეწარმის ხედვიდან ბიზნესის სტრატეგიამდე“ (ბიზნესის საგზაო რუკის შექმნა); „ფინანსური მართვა–ბიზნეს გეგმის შედგენა“; „რესურსების მობილიზება და ციფრული მარკეტინგი“ ტრენინგები გამართა.

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ინფორმაციით, ტრენინგები ოთხ ეტაპად განხორციელდა და მსმენელებს საშუალება მისცა შეესწავლათ, ბიზნესის სწორად მართვის საბაზისო ტექნიკები და გამოემუშავებინათ საჭირო უნარ-ჩვევები საკუთარი ბიზნეს საქმიანობის განვითარებისათვის. ტრენინგებს მოწვეული ექსპერტები და სპეციალისტები უძღვებოდნენ.

მათივე ცნობით, ტრენინგები ორგანიზებული იყო პროექტის „ფოთში მოქმედი მცირე და საშუალო წარმოების გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის და APM Terminals Poti-ს მხარდაჭერით ხორციელდება. ფოთში პროექტს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?