ნინო წილოსანი - ძირითადი შფოთვა არის დასახელებაზე - „უცხოური გავლენის აგენტი“ - ვიმსჯელოთ და მივიღოთ იმ დათქმით, რომ არ მოახდინოს უამრავი კეთილსინდისიერი ორგანიზაციის, ადამიანის დისკრედიტაცია

მინდა შემოგთავაზოთ და გთხოვოთ, რომ ვიმსჯელოთ დასახელებაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვისას გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

ნინო წილოსანის თქმით, კანონპროექტის დასახელება მისთვისაც დისკომფორტისა და სერიოზული შფოთვის საგანს წარმოადგენს.

„არ მგონია რომელიმე ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის, პარტნიორი ქვეყნებიდან წამოსული დაფინანსება ვინმეს დასამალი ჰქონდეს, ამიტომ ტრანსპარანტულობა და გამჭვირვალობა, არ მგონია, ამ კანონის პრობლემა იყოს.

მე მინდა დავასახელო რეალურად რა პრობლემაა და რაზეცაა ძირითადი შფოთვა, ეს არის „უცხოური გავლენის აგენტი“, ამიტომ მე რაც მინდა შემოგთავაზოთ და გთხოვოთ არის ის, რომ ვიმსჯელოთ დასახელებაზე, მივიღოთ იმ დათქმით, რომ ეს დასახელება იყოს ისეთი, რომ მოახდინოს ამ სფეროში მომუშავე უამრავი, მართლა კეთილსინდისიერი ორგანიზაციის, ადამიანის დისკრედიტაცია. ვაყენებ ამ წინადადებას, რომ დასახელებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩემთვისაც გარკვეულ დისკომფორტს და სერიოზულ შფოთვის საგანს წარმოადგენს, იყოს კონსენსუსი“, - განაცხადა ნინო წილოსანი.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა