საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თამაზ სეფერთელაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეების სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლეგენდარული „ცისფერი ტრიოს“ წევრის, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულისა და სტუ-ის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლის, თამაზ სეფერთელაძის გარდაცვალების გამო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„დიდია გულისტკივილი ბატონი თამაზ სეფერთელაძის გარდაცვალების გამო. ჩვენი სახელოვანი კურსდამთავრებულის სახელი ლეგენდარული „ცისფერი ტრიოს“ შექმნისა და მისი უდიდესი პოპულარობის ხანას უკავშირდება. შესაძლოა, ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ არ იცოდეს, რომ თამაზ სეფერთელაძემ ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა და სტუდენტობის პერიოდში ის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა სახალხო კაპელაში მღეროდა. სწორედ კაპელას ბაზაზე, 1972 წელს შეიქმნა განუმეორებელი „ცისფერი ტრიო“.

ვემშვიდობებით ბატონ თამაზ სეფერთელაძეს, მაგრამ სამუდამოდ დარჩება „ლურჯი აპრილი“, „ცისა ფერს“ და სხვა მრავალი განუმეორებელი სიმღერის ჰანგები“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმრის წერილში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა