კომიტეტების ერთობლივი სხდომა მანდატურებმა ანა ნაცვლიშვილსა და ხათუნა სამნიძეს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივი სხდომა, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივები ხმაურის ფონზე განიხილება, დეპუტატებს ანა ნაცვლიშვილსა და ხათუნა სამნიძეს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

იქამდე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ მანდატურებს მოუწოდა, რომ სხდომათა დარბაზიდან გაეყვანათ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სიტყვით გამომსვლელს ხელს შეუშლიდა.

მას შემდეგ, რაც დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის სიტყვით გამოსვლისას, ხათუნა სამნიძე და ანა ნაცვლიშვილი მას კონტრარგუმენტებით დაუპირისპირდნენ, ნიკოლოზ სამხარაძემ მანდატურებს ბრძანების აღსრულება და დეპუტატების გარეთ გაყვანა მოსთხოვა, რის შედეგადაც სამნიძეს და ნაცვლიშვილს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში