მიხეილ ყაველაშვილი - მე არ მინდა ისეთი ევროპა, რომელიც უკანონობას მაძალებს - დიახაც, არ მინდა ასეთი ევროპა

მე არ მინდა ისეთი ევროპა, რომელიც უკანონობას მაძალებს. დიახაც, არ მინდა ასეთი ევროპა! - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ყაველაშვილის თქმით, ეს არ არის ევროპა და ევროპული ღირებულებები.

„27 ქვეყანა, კონგრესმენები, ელჩები მოგვიწოდებენ, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გავუშვათ სხვა ქვეყანაში. დავარღვიოთ კანონი, კონსტიტუცია, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა. თუ ეს ასე არ არის, შეგიძლიათ თქვენ მიკარნახოთ, როგორ არის შესაძლებელი, ამ დარღვევების გარეშე, მათი მოწოდებით, ჩვენ გავუშვათ მიხეილ სააკაშვილი. მე თავისუფალ ადამიანს, პარლამენტის წევრს, მაქვს თუ არა უფლება ამას შევეწინააღმდეგო და ვთქვა, რომ ეს არ არის ევროპა და ევროპული ღირებულებები, ეს პირიქით არის. მე, ვინც მომიწოდებს, რომ ადამიანის უფლებები დავარღვიო, კანონი დავარღვიო, კონსტიტუცია დავარღვიო, დიახაც, მე არ მინდა ასეთი ევროკავშირი! მე ვიცი, რა არის ევროპა. მე მინდა ევროკავშირი!“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

„ხალხის ძალის“ დეპუტატს „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა რეპლიკით უპასუხა: „რეფერენდუმია ჩატარებული, თქვენ ვინ გეკითხებათ?“.

რაზეც ყაველაშვილმა ასე უპასუხა:

„ქალბატონო, თაკო, თქვენ ან გაგება არ იცით, ან მოსმენა! მე არ ვლაპარაკობ, რომ ევროპა არ მინდა! უზრდელობაა, რასაც თქვენ აკეთებთ. მე არ მინდა ისეთი ევროპა, ვინც უკანონობას მაძალებს. დიახაც, არ მინდა ასეთი ევროპა! ნუ მასწავლით, არ არის ეგ ევროპა, მოსახლეობას ნუ ატყუებთ! მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ევროპაა? სირცხვილია ასეთი ევროპა“, - უპასუხა ყაველაშვილმა.

დეპუტატის თქმით, თუკი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგება.

„თვალში ნაცარს გაყრიან და გეუბნებიან, რომ გაათავისუფლეთ ეს კაცი. რის საფუძველზე, შეგიძლიათ ვინმემ გვითხრათ? პასუხისმგებლობას იღებენ, რომ თუ არ გავათავისუფლეთ ჩვენს ევროკავშირში შესვლას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. ეს არის ევროკავშირი და ევროპა? ასეთი ევროპა მე არ მინდა. მე მინდა ღირსეული ევროპა. ღირსეულად უნდა შევიდეთ, ჩვენი იდენტობით, ჩვენი კულტურით, სპორტით, ის კი არა რომ კუბილიუსი მკარნახობდეს, თუ ჩემ წესებს არ შეასრულებთ, ვერ გახდებით ევროკავშირის წევრი“,- განაცხადა ყაველაშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად