კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, CIU-ს ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის,  სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, CIU-ს ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის,

სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით, კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ მიმართა.

„კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ CIU-ს სტუდენტებს 2014 წლიდან დღემდე, კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების და მიღებული შედეგების, მათ შორის, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით - მიმდინარე და დასრულებული საქმეების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.

მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმებისა და კონკურენციის პოლიტიკის საკითხებზე პრეზენტაციები წარადგინეს სააგენტოს - იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, სოფიო მომცელიძემ და მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მარიამ შაიშმელაშვილმა.

სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის, დიალოგის რეჟიმში წარიმართა.

ინფორმაციისთვის: მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, კონკურენციის ეროვნული სააგენტო სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამას ახორციელებს. 3 გამარჯვებული სტუდენტის ვინაობა 13 მარტს, საკრებულოს დარბაზში გაიმართება. შესაბამისად, დაინტერესებულმა პირებმა, 10 მარტის ჩათვლით, ელ. ფოსტაზე: consumer@gnca.gov.ge განაცხადი უნდა წარმოადგინონ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს