„ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე“ ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი და ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულებისა და დონორებთან კოორდინაციის პროგრამის მენეჯერი, ანე ბრიგიტე ჰენსენი ესტუმრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, დიპლომატებს ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჭეხანმა ახლად აშენებული ოფისი დაათვალიერებინეს და ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

“შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ადვოკატთა ასოციაციაში მიმდინარე რეფორმები და ევროკავშირის როლი ასოციაციის შემდგომ განვითარებასა და იურიდიული პროფესიის გაძლიერებაში.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ადვოკატთა ასოციაციის როლზე აღნიშნულ პროცესში. ამასთან, საუბარი შეეხო ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების პროცესსა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.

ევროკავშირის ელჩმა ადვოკატთა ასოციაციას მხარდაჭერა აღუთქვა და ურთიერთთანამშრომლობის ის ფორმები მიმოიხილა, რომლითაც ადვოკატთა ასოციაცია და ევროკავშირის წარმომადგენლობა მამავალშიც გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას, მათ შორის, ევროკავშირის გაფართოების პაკეტის საქართველოს ანგარიშის შედგენის პროცესში ასოციაციის აქტიური ჩართულობის მიმართულებით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა