უნგრეთის პარლამენტმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირების შესახებ კენჭისყრა გადადო

უნგრეთის პარლამენტმა შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირების შესახებ კენჭისყრა გადადო.

ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press-ი პარლამენტის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აქამდე, პარლამენტის სხდომების დღის წესრიგში აღნიშნული იყო, რომ სკანდინავიური ქვეყნების ნატოში გაწევრიანების შესახებ კენჭისყრა 6-9 მარტის პერიოდში გაიმართებოდა. ახლა კი საუბარია იმაზე, რომ კენჭისყრა პარლამენტის სესიის განმავლობაში ჩატარდეს, რომელიც 20 მარტს დაიწყება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უნგრული დელეგაცია შვედეთის პარლამენტის სპიკერს ანდრეას ნორლენს და სხვა კანონმდებლებს სტოკჰოლმში 7 მარტს შეხვდება. შეხვედრაზე შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირების პროცესი იქნება განხილული.

ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 30 წევრი ქვეყნიდან ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება დღემდე მხოლოდ თურქეთმა და უნგრეთმა არ მოახდინეს.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში